გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 09.07.2021
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №140
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016026
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/07/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.07.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დოკუმენტის ტექსტი
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №140
2021 წლის წლის 9 ივლისი
ქალაქი გორი
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის ზურაბ ყაჯრიშვილის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის – №16 ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ივანე თვალიაშვილი სახელის მინიჭების თაობაზე. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: ქუჩის სავარაუდო სიგრძე 2011,47 მ საწყისი კოორდინატები: X 417029 Y 4663491; საბოლოო კოორდინატები: X 418269 Y 4664806; რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: მათ შორის ს/კ 66.42.12.000.273, 66.42.12.000.044; სამხრეთით სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: მათ შორის ს/კ 66.42.11.000.084, 66.42.11.000.253.
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2021 წლის 11 ივნისის №26 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად:
1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს – №16 ქუჩას, რომლის სიგრძეა 2011,47 მ; საწყისი კოორდინატები: X 417029 Y 4663491; საბოლოო კოორდინატები: X 418269 Y 4664806; რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: მათ შორის ს/კ 66.42.12.000.273, 66.42.12.000.044; სამხრეთით სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: მათ შორის ს/კ 66.42.11.000.084, 66.42.11.000.253 ეწოდოს ივანე თვალიაშვილის სახელი.
2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.