„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №362 |
|
2021 წლის 21 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-7 პუნქტის:
ა) „ბ.გ“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ) დეპარტამენტისა და სამმართველოს უფროსები;“;
„ბ.ვ) კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის უფროსი, შტაბის უფროსი, სამსახურის უფროსი, სპორტული ღონისძიებების სამსახურის საცეცხლე მომზადების ინსტრუქტორი;“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი:
„ბ.ზ) გენერალური შტაბის სერჟანტი;“;
გ) „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ზ“ ქვეპუნქტი:
„ე.ზ) მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადების სერჟანტები;“;
დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის:
ვ.ა) სარდალი, სარდლის მოადგილე;
ვ.ბ) შტაბის უფროსი – სარდლის მოადგილე;
ვ.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;
ვ.დ) ბაზისა და ცენტრის უფროსები;
ვ.ე) სარდლობის სერჟანტი;
ვ.ვ) ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) სერჟანტი;
ვ.ზ) ლოჯისტიკის ცენტრის (დასავლეთი) სერჟანტი;“;
ე) „ზ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ.ვ“ − „ზ.ი“ ქვეპუნქტები:
„ზ.ვ) საერთო საჯარისო ცენტრის სერჟანტი;
ზ.ზ) ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სერჟანტი;
ზ.თ) გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტი;
ზ.ი) უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სერჟანტი;“;
ვ) „თ.ა“, „თ.დ“ – „თ.ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ.ა) მეთაური და მეთაურის მოადგილე;“;
„თ.დ) ბატალიონისა და ცენტრის მეთაური და შტაბის უფროსი;
თ.ე) სპეციალური დანიშნულების ასეულის, რეინჯერთა ასეულისა და საზღვაო სპეციალური დანიშნულების ასეულის მეთაური;
თ.ვ) მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის სკოლის მეთაური/სკოლის მეთაური-ინსტრუქტორ-პარაშუტისტი და მებრძოლ მყვინთავთა მომზადების კურსის უფროსი;“;
ზ) „თ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ.თ“ – „თ.კ“ ქვეპუნქტები:
„თ.თ) სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი) სერჟანტი;
თ.ი) მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის სერჟანტი;
თ.კ) სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი) სერჟანტი;“;
თ) „ი.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი.ზ) სარდლობის სერჟანტი;“;
ი) „ი“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი.თ“ ქვეპუნქტი:
„ი.თ) საჰაერო თავდაცვის ბრიგადის სერჟანტი;“;
კ) „კ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ.ე) სარდლობის სერჟანტი;“;
ლ) „კ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ.ვ“ – „კ.ლ“ ქვეპუნქტები:
„კ.ვ) პირველი ქვეითი ბრიგადის სერჟანტი;
კ.ზ) მე-2 ქვეითი ბრიგადის სერჟანტი;
კ.თ) მე-3 ქვეითი ბრიგადის სერჟანტი;
კ.ი) მე-4 მექანიზებული ბრიგადის სერჟანტი;
კ.კ) მე-5 საარტილერიო ბრიგადის სერჟანტი;
კ.ლ) მე-6 საარტილერიო ბრიგადის სერჟანტი.“.
2. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის:
ა) რექტორი;
ბ) რექტორის პირველი მოადგილე და მოადგილე;
გ) რექტორის მოადგილე − შტაბის უფროსი;
დ) კოლეჯის მეთაური;
ე) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური;
ვ) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი;
ზ) უმაღლესი სამეთაურო სკოლის მეთაური;
თ) სწავლების მხარდამჭერი ცენტრის მეთაური;
ი) სერჟანტი.“.
3. მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. სსიპ − გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სერჟანტი.“.
4. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდება ან უფროსი ოფიცრის, უმაღლესი ოფიცრისა და მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდება, მიუხედავად დაკავებული თანამდებობისა.“.
|