,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის N68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №70/ნ |
|
2021 წლის 13 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის №68/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.017926) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის“:
1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ტრენინგ-მოდული – „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდული, რომელიც ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებისა და პროფესიული განვითარების სავალდებულო ეტაპს;“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმები ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: 1. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელიც განათლების ან ფსიქოლოგიის საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში კითხულობს ლექციებს, ატარებს სემინარებს, ხელმძღვანელობს პრაქტიკას სკოლამდელი განათლების ან ბავშვის ფსიქოლოგიის მიმართულებით და აქვს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების, შეფასება/დიაგნოსტირების, ინტერვენციის განხორციელების ან ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში საგანმანათლებლო - მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის გამოცდილება. 2. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელიც უძღვება აღმზრდელის/ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში სავალდებულო პროფესიულ მოდულებს, აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ტრენერობის გამოცდილება ბოლო 5 წლის მანძილზე და აქვს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების, შეფასება/დიაგნოსტირების, ინტერვენციის განხორციელების ან ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში საგანმანათლებლო-მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის გამოცდილება. 3. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელსაც შექმნილი აქვს საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსები ან/და უძღვება აღნიშნულ ტრენინგ-კურსებს ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით. 4. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელსაც ცენტრის ეგიდით ჩატარებული აქვთ „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №97/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული" ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორების/ მეთოდისტებისათვის, რაც დასტურდება ცენტრის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.“. 3. მე-4 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის მიერ მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგენა და ამავე ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი პირების შერჩევა ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი პირების შერჩევის შემთხვევაში, ამ პირებს უფლება აქვთ ტრენინგ-მოდული ჩაატარონ მხოლოდ ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის ეგიდით.“. 4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ტესტი – (მაქსიმალური შეფასება – 20 ქულა).“. 5. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტი: „5. ტრენინგ-მოდულის დისტანციური (ონლაინ) ფორმით ჩატარების შემთხვევაში, ონლაინ ტრენინგ-მოდულის შინაარსი და ტრენინგ-მოდულის ფარგლებში მონაწილეთა შეფასების სისტემა განისაზღვრება დანართი №3-ით და დანართი №4-ით. 6. ტრენინგ-მოდულის დისტანციური (ონლაინ) ფორმით ჩატარების შემთხვევაში გასათვალისწინებელი მოთხოვნები განისაზღვრება დანართი №5-ით .“.
|
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დანართი №3, დანართი №4 და დანართი №5 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის N68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის N68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.08.2021.
- როდის იქნა მიღებული „,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის N68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის N68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 13.08.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №70/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430030000.22.022.018070.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის N68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის N68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის N68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.08.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის N68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №70/ნ, 13.08.2021, სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018070 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.08.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5239643/