ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

მიღების თარიღი 07.09.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №923-VIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი 020080020.05.001.020395
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 401 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი     თბილისი, 7 სექტემბერი 2021 წ. N923-VIმს-Xმპ საქართველოს პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ ამ კანონის მიზანია ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით გათვალისწინებული პირის ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება. მუხლი 1🔗 1. გათავისუფლდეს ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან ის პირი, რომელსაც აღნიშნული სახის სახდელი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ან/და საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული დეკრეტის საფუძველზე დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით განსაზღვრული წესების დარღვევისთვის ან/და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177​15 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეეფარდა. 2. გათავისუფლდეს ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან ის პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42​10 ან 42​11 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება ვრცელდება აღუსრულებელ ჯარიმაზე. მუხლი 2🔗 ამ კანონის ამოქმედებისთანავე, ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის აღსრულების მიუხედავად, ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება ის პირი, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. მუხლი 3🔗 ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც: ა) ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2020 წლის 23 მაისამდე ჩაიდინა;  ბ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინა; გ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით ჩაიდინა. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4358 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. მუხლი 4🔗 1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ და თანამდებობის პირმა ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად. 2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირს ამავე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გასათავისუფლებლად არ მოეთხოვება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოსა და თანამდებობის პირისთვის მიმართვა. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმის აღსრულება. მუხლი 5🔗 1. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიმართ ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. 2. ამ კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება აღსრულდეს 2025 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4358 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. მუხლი 6🔗 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი თბილისი, 7 სექტემბერი 2021 წ. N923-VIმს-Xმპ