📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 06.10.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №496
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.023050
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/10/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,678 სიტყვა · ~13 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
სახელმწიფო ტყე
საქართველოს ტყის ნაწილი, რომელიც არ არის  მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში
მუხლი 3
მუნიციპალური ტყე
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, რომლის მიმართ მმართველობით უფლებამოსილებებს საქართველოს ტყის კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად ახორციელებენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები
მუხლი 3
კერძო საკუთრების ტყე
საქართველოს ტყის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე
მუხლი 3
ტყის კონტური (საზღვარი)
საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ტყის საზღვარი
მუხლი 3
კარტოგრაფიული მასალები
ტყის კორომთა გეგმები, ტოპოგრაფიული რუკები, ორთოფოტოგეგმები, საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია, Shp-ფაილები და სხვ
მუხლი 3
ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისია (შემდგომში
კომისია) – კომისია, რომელიც იქმნება მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისთვის ან მისი ნაწილისთვის მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების, ხოლო კერძო პირის საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის – კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით დასკვნის მომზადების მიზნით
მუხლი 3
მინისტრი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მუხლი 3
სამინისტრო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 2. ამ დებულებაში გამოყენებული სხვა ტერმინები უნდა განიმარტოს საქართველოს ტყის კოდექსის საფუძველზე.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (9)
1 1-დან - 500 მ​​​2-მდე
2 500 მ​​​2-დან -1000 მ​​​2-მდე
3 1000 მ​​​2-დან - 5000 მ​​​2-მდე
4 5000 მ​​​2-დან
5 დაცული კატეგორიის ტყის შემთხვევაში ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ოთხმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით
6 დაცული კატეგორიის ტყის შემთხვევაში წითელი ნუსხით განსაზღვრული ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ხუთმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
ხის  № ჯიში (სახეობა)
ფართობის მოცულობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ტყის კოდექსი საქართველოს კანონი 93% 22.05.2020 „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე მართვის ორგანო ________________________________________________________ სატყეო უბანი ________________________________________    სატყეო ____________________________________ ტყითმოსარგებლე__________________________________________________________________________________ კვარტალი №_______,      ლიტერ(ებ)ი №__________,   ფართობი __________ ჰა  ჭრის სახე __________ კორომის შემადგენლობა   ––––––––––, ჭრის % ________ სიხშირე ––––––– სიმაღლის თანრიგი ––––––––  GPS კოორდინატები   X ______________ Y   Y _______________                                                   X ______________ Y   Y _______________ 91% 18.05.2021 საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 25.08.2021 ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე V 86% 27.07.2021 საქართველოს ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე 86% 02.05.2022

დოკუმენტის ტექსტი

ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №496 2021 წლის 6 ოქტომბერი ქ. თბილისი ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 საქართველოს ტყის კოდექსის  მე-14 მუხლის მე-2 ნაწილისა და 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულება. მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილება. მუხლი 3🔗 1. დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ამოქმედდეს საქართველოს ტყის კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული „ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის“ განსაზღვრის კრიტერიუმებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის წესის მთავრობის მიერ დამტკიცებისთანავე.  პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დებულება ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ თავი I მუხლი 1🔗. მოწესრიგების სფერო 1. ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) აწესრიგებს ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის ფარგლებში წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. დაცული ტერიტორიების საზღვრებში ამ დებულებით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება ამ დებულებითა და „დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის განხორციელების წესის“ შესაბამისად. მუხლი 2🔗. მოწესრიგების მიზანი 1. ამ დებულების მოწესრიგების მიზანია: ა) სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო ტყის სტატუსის მინიჭებისთვის სამართლებრივი პროცედურების განსაზღვრა; ბ) ტყის სტატუსის შეწყვეტის წესის, სამართლებრივი პროცედურებისა და შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებების განსაზღვრის წესის დადგენა; გ) ტყის საზღვრების დადგენის წესისა და კრიტერიუმების განსაზღვრა; დ) ტყის საზღვრების კორექტირების/შეცვლის წესებისა და სამართლებრივი პროცედურების განსაზღვრა. 2. ამ დებულების მიზნებისთვის საქართველოს ტყის კოდექსის ამოქმედებამდე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდი მიიჩნევა სახელმწიფო ტყედ, რომლის საზღვრები დადგენილია „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებით. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს ტყე − სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო საკუთრების ტყეებისა და მათი რესურსების ერთობლიობა; ბ) სახელმწიფო ტყე – საქართველოს ტყის ნაწილი, რომელიც არ არის  მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში; გ) მუნიციპალური ტყე – მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, რომლის მიმართ მმართველობით უფლებამოსილებებს საქართველოს ტყის კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად ახორციელებენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები; დ) კერძო საკუთრების ტყე – საქართველოს ტყის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე; ე)  ტყის კონტური (საზღვარი) – საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ტყის საზღვარი; ვ) კარტოგრაფიული მასალები – ტყის კორომთა გეგმები, ტოპოგრაფიული რუკები, ორთოფოტოგეგმები, საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია, Shp-ფაილები და სხვ; ზ) ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისია (შემდგომში – კომისია) – კომისია, რომელიც იქმნება მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისთვის ან მისი ნაწილისთვის მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების, ხოლო კერძო პირის საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის – კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით დასკვნის მომზადების მიზნით; თ) მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ი) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 2. ამ დებულებაში გამოყენებული სხვა ტერმინები უნდა განიმარტოს საქართველოს ტყის კოდექსის საფუძველზე. მუხლი 4🔗.   დაინტერესებული პირის ვალდებულებები ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, კორექტირების/შეცვლის საკითხით დაინტერესებული პირი თავად უზრუნველყოფს ამ დებულებით მოთხოვნილი მასალების მომზადებასა და წარდგენას. თავი II ტყის სტატუსის მინიჭება მუხლი 5🔗. ტყის სტატუსის მინიჭება ტერიტორიას ტყის სტატუსი ენიჭება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველია სახელმწიფო ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ სამინისტროს შუამდგომლობა, რომელიც შემუშავდება ამ დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. მუხლი 6🔗. სახელმწიფო ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ სამინისტროს შუამდგომლობის მომზადება 1. სახელმწიფო ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ შუამდგომლობას სამინისტრო ამზადებს ამ დებულებით განსაზღვრული წესით, საზღვრების დადგენის  საფუძველზე, შესაბამის ტყის მართვის ორგანოებთან ერთად. 2. სახელმწიფო ტყის საზღვრების დაზუსტებისას/ფართობების გამოვლენისას  გამოიყენება არსებული კარტოგრაფიული მასალები ან/და საველე სამუშაოების შედეგად მიღებული სატაქსაციო აღწერები, რასაც უზრუნველყოფს სამინისტრო, შესაბამის მართვის ორგანოებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. სამინისტროს შუამდგომლობა უნდა შეთანხმდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ხოლო ტყეთმოწყობის განხორციელებისას ადმინისტრაციულ წარმოებაში სავალდებულოა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მონაწილეობა, კანონმდებლობით განსაზღვრული მისი კომპეტენციის ფარგლებში.  მუხლი 7🔗. მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების წესი 1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისთვის ან მისი ნაწილისთვის მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ შუამდგომლობას სამინისტროს წარუდგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შუამდგომლობის მომზადებისას ხელმძღვანელობს „ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის“ განსაზღვრის კრიტერიუმებით.  შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს სატაქსაციო აღწერა და  კარტოგრაფიული მასალები. 2.  მუნიციპალიტეტის შუამდგომლობას განიხილავს კომისია. კომისია ამზადებს დასკვნას მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით. 3. კომისია მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობაზე მსჯელობისას აფასებს წარდგენილი შუამდგომლობით დასმული საკითხის შესაბამისობას დარგში ერთიან პოლიტიკასთან. 4. კომისიის დასკვნის საფუძველზე სამინისტრო ამზადებს შუამდგომლობას მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ. ადმინისტრაციულ წარმოებაში სავალდებულოა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაწილეობა იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სახელმწიფო ტყის ფართობების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა. ასევე, წარმოებაში ჩართულნი უნდა იყვნენ სხვა დაინტერესებული პირები, რომელთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ეხება მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება. 5. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისთვის მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართობებისთვის ტყის სტატუსის მინიჭების წესი თუ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართობი აკმაყოფილებს  საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული ტერმინის –„ტყის“ განმარტების მოთხოვნებს, ასეთ ტერიტორიას შეიძლება, მიენიჭოს მუნიციპალური ტყის სტატუსი, შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე (რომელიც შეიცავს ინფორმაციას ტყის მართვის ზოგად მიზნებსა და გეგმასთან დაკავშირებით), რომელსაც განიხილავს კომისია. შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს სატაქსაციო აღწერა და კარტოგრაფიული მასალები. კომისიის დასკვნის საფუძველზე სამინისტრო ამზადებს შუამდგომლობას მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ და წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას. ტერიტორიისთვის მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შემდეგ მასზე ვრცელდება საქართველოს ტყის კოდექსის მოთხოვნები. მუხლი 9🔗. კერძო ტყის სტატუსის მინიჭების წესი 1. თუ კერძო პირის საკუთრებაში არსებული ტერიტორია ბუნებრივადაა გატყევებული და აკმაყოფილებს საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული ტერმინის – „ტყის“ განმარტების მოთხოვნებს, კერძო მესაკუთრის ინიციატივით ან მასთან შეთანხმებით, კომისიის დასკვნის საფუძველზე, ტერიტორიას შეიძლება, მიენიჭოს კერძო ტყის სტატუსი. 2. კერძო ტყის სტატუსის მინიჭებით დაინტერესებული პირი სამინისტროს მიმართავს შესაბამისი განცხადებით, რასაც თან უნდა დაერთოს სატაქსაციო აღწერა და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალები (საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია, Shp-ფაილები). 3. კომისიის დასკვნის საფუძველზე სამინისტრო ამზადებს კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ შუამდგომლობას და წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა, სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების დროს, თუ კომისიაზე საკითხის განხილვისას კერძო მესაკუთრე დაასაბუთებს კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიის სხვა მიზნით გამოყენების უპირატეს ინტერესს, ამ ტერიტორიას კერძო საკუთრების ტყის სტატუსი არ მიენიჭება. კერძო მესაკუთრის ეს უფლება არ ვრცელდება იმ ტერიტორიაზე, სადაც ტყით დაფარულია სულ მცირე 5 ჰა ფართობი და ტყის შემქმნელი სახეობების საშუალო ხნოვანება 20 წელია.  მუხლი 10🔗. სახელმწიფო ტყის საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემა 1. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ტყის ნაწილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცემა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ტყის ნაწილი შეიძლება, მოიცავდეს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე (უშუალოდ მდებარეობს ეკლესია-მონასტერთან)  ტყეთა ფართობებს − თითოეულ შემთხვევაში არა უმეტეს 20 ჰექტრისა, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ მიჩენილ ტერიტორიებს. ამასთან, გადასაცემი ფართობი ისე უნდა განისაზღვროს, რომ მისმა გამოყოფამ არ დაარღვიოს არსებული სატყეო ლიტერების საზღვრები. 3. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, სამინისტრო ამზადებს შუამდგომლობას და წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას. განცხადებას თან უნდა დაერთოს შესაბამისი სატაქსაციო აღწერა და კარტოგრაფიული მასალები (აბრისი, საკადასტრო ნახაზი). ამასთან, ფართობის საზღვრები მაქსიმალურად უნდა გატარდეს მყარ, ბუნებრივ (მდინარე, ხევი, გზა, ქედი, სერი და სხვა) საზღვრებზე. 4. საქართველოს ტყის ნაწილის საპატრიარქოსთვის გადაცემის შემთხვევაში ფორმდება ტყის ფართობის გადაცემის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის ფორმასაც ამტკიცებს მინისტრი. თავი III ტყის სტატუსის შეწყვეტა და ტყის სტატუსის დაბრუნება მუხლი 11🔗. ტყის სტატუსის შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება 1. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ინტერესთა ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე. თუ ტყის სტატუსის შეწყვეტის ინტერესი აღემატება ტყის შენარჩუნების ინტერესს, საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის მართვის ორგანოს/კერძო მესაკუთრის სასარგებლოდ საკომპენსაციო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ. 2. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება იწყება სამინისტროს ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც შეიცავს სამინისტროს დასკვნას პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. მუხლი 12🔗. ტყის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესები ტყის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესები; ბ) საქართველოს ტყის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზანი, თუ მისი განხორციელება შეუძლებელია განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში ან/და განსახორციელებელი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. მუხლი 13🔗. ტყის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების წესი 1. ტყის სტატუსის შეწყვეტით დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. 2. დაინტერესებული პირის განცხადება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზნის, საჭიროების (მიზეზი), აუცილებლობის შესახებ, ასევე პროექტის განხორციელების ალტერნატივების შესწავლის შედეგების შესახებ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. განცხადებას თან უნდა დაერთოს საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ელვერსია/Shp-ფაილები) და შესაბამისი მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვის მასალები, ამ დებულების დანართ №1 შესაბამისად. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეს უკანასკნელი განცხადებას უგზავნის სამინისტროს, შესაბამისი დასკვნის წარდგენის მიზნით. სამინისტროს მიერ ასეთი დასკვნის წარდგენის შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას შუამდგომლობას ტყის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. მუხლი 14🔗. ტყის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით სამინისტროს დასკვნის მომზადების წესი 1. სამინისტრო დასკვნას ამზადებს შესაბამისი ტყის მართვის ორგანოს ადმინისტრაციულ წარმოებაში სავალდებულო მონაწილეობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტატუსის შეწყვეტის ინიციატორი თავად ტყის მართვის ორგანოა. წარმოებაში ასევე ჩართულნი უნდა იყვნენ სხვა დაინტერესებული პირები, რომელთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ეხება ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. 2. დასკვნა მოიცავს ინფომაციას ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ, ტყის სტატუსის შენარჩუნების უპირატესობის შესახებ, ტყის სტატუსის შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ, ასევე, ტყის სტატუტის შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებების შესახებ. 3. სამინისტროს უარყოფითი დასკვნა არ აფერხებს საქართველოს მთავრობისთვის საკითხის თაობაზე შუამდგომლობის წარდგენას. მუხლი 15🔗.  ტყის სტატუსის დაბრუნების წესი 1. ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ, თუ აღარ არსებობს საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული ტყის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ტერიტორიას უბრუნდება ტყის სტატუსი არა უგვიანეს აღნიშნული გარემოების დადგომიდან ერთი წლის განმავლობაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის აღმასრუ-ლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც შემუშავდება ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სამინისტროს/ ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის ინიციატივით ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის მოთხოვნითაც ტერიტორიას ტყის სტატუსი შეუწყდა. 3. იმ შემთხვევაში, თუ ტყის სტატუსის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება მიღებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებამდე და მოგვიანებით მიღებულია უარყოფითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადდა,  ტერიტორიას უბრუნდება ტყის სტატუსი არა უგვიანეს აღნიშნული გარემოების დადგომიდან ერთი წლის განმავლობაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით. მუხლი 16🔗. ტყის სტატუსის შეწყვეტის საკომპენსაციო ღონისძიებები 1. ტყის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი იხდის საკომპენსაციო საფასურს შესაბამისი ტყის მართვის ორგანოს/კერძო მესაკუთრის სასარგებლოდ. კომპენსირებას ექვემდებარება მიწის ფართობი, რომელსაც შეუწყდა ტყის სტატუსი, ხოლო მერქნიანი მცენარეების მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე მერქნული რესურსი, შესაბამისი მოცულობის მიხედვით, ჭრის განხორციელებამდე, ამ დებულების დანართ №2 შესაბამისად. 2. საკომპენსაციო საფასურის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება ამ დებულების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტყის საზღვრის კორექტირების შემთხვევებზე. 3. გადახდილი საკომპენსაციო საფასური უკან არ ბრუნდება.  მუხლი 17🔗. ტყის სტატუსის შეწყვეტის საკითხის განხილვის უპირატესობა 1. ტყითსარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებასა და ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებას შორის კოლიზიის შემთხვევაში, ინტერესთა ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე, უპირატესობა ენიჭება ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტყითსარგებლობის საკითხთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერებას შეიძლება, მოჰყვეს არსებითი ზიანი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებისთვის, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.   2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოება ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე ჩერდება ტყის სტატუსის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, გარდა ამავე პუნქტში მოცემული გამონაკლისი შემთხვევისა. თავი IV ტყის საზღვრების დადგენა მუხლი 18🔗. ტყის საზღვრების დადგენის საფუძველი სახელმწიფო ტყის საზღვრის (კონტურის) დადგენა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო მუნიციპალური და კერძო ტყის საზღვრის დადგენა ხდება ამ დებულების მე-7 – მე-9 მუხლებით განსაზღვრული მთავრობის გადაწყვეტილების ფარგლებში. მუხლი 19🔗. ტყის საზღვრის დადგენის წესი 1. სახელმწიფო ტყის საზღვრების დაზუსტების შესახებ საკითხის დასმის უფლება აქვს საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამის ორგანოს. 2. ტყის საზღვრის (კონტურის) დადგენა ხორციელდება საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული ტერმინის – „ტყის“ განმარტების შესაბამისად და ტყის საზღვრის (კონტურის) კორექტირებით. ტყის საზღვრის კორექტირების შემთხვევაში, ახალი საზღვრები დგინდება იმ სატყეო უბნის ფარგლებში, სადაც ხორციელდება საზღვრის შეცვლა. 3. ტყის საზღვრის (კონტურის) დადგენა შეიძლება, განხორციელდეს კამერალურად, საველე სამუშაოებით ან/და შესაბამისი ტექნოლოგიების (გეოინფორმაციული სისტემის) გამოყენებით ორთოფოტოგეგმისა და სხვა მტკიცებულებათა საფუძველზე (სახელმწიფო კოორდინატთა სისტემაში – WGS-84/UTM). 4. ტყის საზღვრები მაქსიმალურად უნდა გატარდეს ბუნებრივ მიჯნებსა და ადვილად ამოსაცნობ მყარ ორიენტირებზე (გეოგრაფიულ ობიექტებზე), ხოლო სხვა მიწათმოსარგებლეებთან (მესაკუთრეებთან) დაკავშირებით – მათ საზღვარზე. ტყის საზღვრის პერიმეტრიდან უნდა გაიმიჯნოს: ა) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ინფრასტრუქტურა; ბ) მოქმედი საკულტო ნაგებობები; გ) სასაფლაოები; დ) საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები, რკინიგზა, წყლის არხები, დიდი მდინარეები,  ტყის ძირითად ეკოსისტემას დაშორებული ფართობები; ე) ყველა ის ფართობი, რომელიც  მდებარეობს დასახლებებში (სოფელი, დაბა, ქალაქი) და მოცემული დროისთვის არ შეესაბამება სატყეო-სამეურნეო თვალსაზრისით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვ.). 5. სახელმწიფო ტყის საზღვრის ის მონაკვეთი, რომელიც ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, არ საჭიროებს დაზუსტებას. საზღვრად ჩაითვლება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული სარეგისტრაციო ზონის საზღვარი. თავი V ტყის საზღვრის კორექტირება/შეცვლა მუხლი 20🔗. ტყის საზღვრის კორქტირება/შეცვლა 1. ტყის საზღვრის კორექტირება/შეცვლა ხდება ამ დებულებით ტყის სტატუსის მინიჭებისათვის, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისათვის განსაზღვრული წესების დაცვით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების გარდა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 15​1 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ტყის საზღვრის კორექტირება შეიძლება, განხორციელდეს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას წარმოშობს, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე. მუხლი 21🔗. ციფრული მონაცემების რეგისტრაცია ტყის საზღვრის კორექტირების/შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული ინფორმაცია და ციფრული მონაცემები აისახება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე. თავი VI გარდამავალი დებულებები მუხლი 22🔗. გარდამავალი დებულება 1. საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული ტერმინის – „ტყის“ განმარტების შინაარსის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2026 წლის 1 იანვრამდე ეტაპობრივად უზრუნველყოს სახელმწიფო ტყის საზღვრების კორექტირება. 2. ტერიტორიისთვის სახელმწიფო ტყის სტატუსის მინიჭება არ იწვევს ამ ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის  მანამდე დადებული ხელშეკრულების შეწყვეტას ან მისი პირობების შეცვლას. 3. სახელმწიფო ტყის საზღვრების კორექტირების ფარგლებში საქართველოს ტყის კოდექსის ამოქმედებამდე ამორიცხულ ტერიტორიას სახელმწიფო ტყის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს ტერიტორიისთვის სტატუსის შეწყვეტის ის სამართლებრივი ინტერესი, რომელიც გახდა მისთვის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. დანართი №1​ სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირებისთვის გათვალისწინებულ ფართობზე მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვის უწყისი მონიშვნის დაწყების თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––– მართვის ორგანო _______________________________________________ სატყეო უბანი _________________________________________  სატყეო ____________________________________ კვარტალ(ებ)ი №_______, ლიტერ (ებ)ი №__________, ფართობი __________ ჰა სიმაღლის თანრიგი _______ GPS კოორდინატები X ______________ Y___________    X ______________ Y____________ (ფიქსირდება ფართობის თავსა და ბოლოში) ხის  № ჯიში (სახეობა) ხის დიამეტრი  Dt ხის ღეროს მოცულობა- კბ. მ შეშა  ვარჯიდან- კბ. მ სულ ხის მოცულობა- კბ. მ შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 შენიშვნა:  შეშა ვარჯიდან იანგარიშება ფოთლოვნებისათვის ხის ღეროს მოცულობის (ქერქით) 10%, ხოლო წიწვოვნებისათვის ხის ღეროს მოცულობის (ქერქით) 5%, გარდა თხმელის, აკაციისა და წყავის ჯიშის ხეებისა. აღრიცხვის უწყისის ბოლო გრაფაში აისახება ცხრილში მითითებული რეკვიზიტების საერთო ჯამი. აღრიცხვის უწყისის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს შესაბამისი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (აღრიცხვა ხორციელდება თვითეული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით) მომნიშნავი:------------------------------------------ უწყისის შედგენის თარიღი:-------------------------------- აღრიცხვის მეთოდი: არასრულყოფილად შევსებული ცხრილი  და არასწორი მონაცემები  სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირებაზე უარის საფუძველია. დანართი №2 ტყის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში საკომპენსაციო საფასურის გაანგარიშების წესი (დღგ-ის ჩათვლით) ცხრილი №1 1 მ​​​3-ისათვის გადასახდელი თანხა (ლარი) ჯგუფების მიხედვით № მოცულობა მ​​​3 I ჯგუფი უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი II ჯგუფი მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი III ჯგუფი წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი IV ჯგუფი ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია V ჯგუფი ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები 1 1 მ​​​3-ის თანხა 160 150 146 140 120 2 სახელმწიფო ტყეში ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ორმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით 3 სამეურნეო კატეგორიის ტყის შემთხვევაში ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის სამმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით 4 სამეურნეო კატეგორიის ტყის შემთხვევაში წითელი ნუსხით განსაზღვრული ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ოთხმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით 5 დაცული კატეგორიის ტყის შემთხვევაში ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ოთხმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით 6 დაცული კატეგორიის ტყის შემთხვევაში წითელი ნუსხით განსაზღვრული ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ხუთმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით. შენიშვნა: ამ ცხრილის მე-3-მე-6 პუნქტებით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხების გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული ტყის კატეგორიების მინიჭების შესაბამისად. ცხრილი №2 № ფართობის მოცულობა საბაზისო თანხა (ლარი) 1 1-დან - 500 მ​​​2-მდე 1000 2 500 მ​​​2-დან -1000 მ​​​2-მდე 2000 3 1000 მ​​​2-დან - 5000 მ​​​2-მდე 3200 4 5000 მ​​​2-დან  0,72 ყოველ მ​​​2-ზე.