ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 16.10.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №69/2021
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016597
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/10/2021
matsne.gov.ge 350 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 92% 19.08.2021 ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება 90% 11.11.2016 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 24.08.2020 ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 10.08.2016 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 29.07.2021

დოკუმენტის ტექსტი

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №69/2021 2021 წლის 16 ოქტომბერი ქ. თბილისი ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30-ე მუხლის  მე-2-ე პუნქტის, 76​1 მუხლის 23-ე პუნქტის, 199-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗. უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის, აკრძალულია უფლებამოსილი პარტიის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს. პარტიას უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ დანიშნული წევრის გადადგომის, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირების ან გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლებელია პირის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობის განხორციელება. მუხლი 2🔗. უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირება უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირების შემთხვევაში, პარტიას უფლება აქვს, მის ნაცვლად დაუყოვნებლივ დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის სხვა წევრი. მუხლი 3🔗. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირება საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირების შემთხვევაში, მის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს დაუყოვნებლივ დანიშნოს სხვა წარმომადგენელი. მუხლი 4🔗. საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის სხვა წევრის/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის კენჭისყრის შენობაში დაშვება კენჭისყრის დღეს ამ დადგენილების მე-2-მე-3 მუხლების საფუძველზე დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის სხვა წევრი/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი კენჭისყრის შენობაში დაიშვება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენისა და შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დანიშვნის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ. მუხლი 5🔗. საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრისთვის ფუნქციის მინიჭება ამ დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის თავმჯდომარე. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებანი 1. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი