სს „ლიბერთი კონსუმერ“-ის (ს/ნ: 205154438) ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება N 2110/01
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის
გადაწყვეტილება №2110/01
ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „ლიბერთი კონსუმერის“ ჩვეულებრივი აქციების და შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „ლიბერთი კონსუმერის“ წესდების თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
დღის წესრიგი:
1. „საზოგადოების“ გენერალური დირექტორის გადადგომის და ახალი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის დამტკიცება.
2. „საზოგადოების“ ლიკვიდაციის პროცესის დაწყების დამტკიცება.
3. ცვლილებების რეგისტრაცია.
„აქციონერი“-ს მიერ მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:
1. დამტკიცდეს „საზოგადოების“ გენერალური დირექტორის – თამარ ქაჯაიას დაკავებული თანამდებობიდან გადადგომა და სს „ლიბერთი კონსუმერის“ ახალი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნოს იოსებ ქურდაძე (პ/ნ: 57001010024, მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი, პეტრე იბერის შეს. №3 ბ. 17).
2. დამტკიცდეს „საზოგადოების“ ლიკვიდაციის პროცესის დაწყება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. „საზოგადოების“ ლიკვიდატორად დაინიშნოს „საზოგადოების“ დირექტორი - იოსებ ქურდაძე (პ/ნ: 57001010024, მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი, პეტრე იბერის შეს. №3 ბ. 17) (შემდგომში „ლიკვიდატორი“).
უფლებამოსილება მიენიჭოს „ლიკვიდატორს“ რათა მან განახორციელოს „საზოგადოების“ ლიკვიდაციის წარმატებით დასრულებისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჭირო ნებისმიერი და ყველა მოქმედება, მათ შორის, და არამხოლოდ, „საზოგადოების“ ქონების გასხვისების და გასხვისების შედეგად მიღებული თანხების შესაბამის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების უფლებამოსილების ჩათვლით. „ლიკვიდატორი“ ასევე უფლებამოსილია, რომ შეადგინოს „საზოგადოების“ ყველა ცნობილი კრედიტორის და/ან მოვალის სია, განსაზღვროს კრედიტორთა დაკმაყოფილების პირობები და მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია ნებისმიერ და ყველა საჯარო და/ან კერძო პირს.
3. წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ცვლილებების (დირექტორის ცვლილების და ლიკვიდაციის დაწყების) კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციის მიზნებისთვის ნებისმიერი და ყველა მოქმედების დამოუკიდებლად განხორციელების უფლებამოსილება, მათ შორის, დოკუმენტაციის ხელმოწერა და მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის უფლებამოსილება და საკანონმდებლო მაცნეში წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნების უფლებამოსილება მიენიჭოს იოსებ ქურდაძეს (პ/ნ: 57001010024, მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი, პეტრე იბერის შეს. №3 ბ. 17) და/ან მარიამ თითბერიძეს (პ/ნ: 01017042743).
გიორგი ალფაიძე
სს „საქართველოს კაპიტალის“
გენერალური დირექტორის მოადგილე