აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2021 წლის 27 დეკემბერი ქ.თბილისი |
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით:
ათ.ლარი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:
ათ.ლარი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები 2022 წელს-1243.0ათასი ლარის ოდენობით
ათ.ლარი
|
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 1223.0 ათასი ლარით: ათ. ლარი
|
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2022წელს გათვალისწინებული არ არის.
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 1273.40ათასი ლარით: ათ.ლარი
|
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2022წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით:
ათ.ლარი
|
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს -34.0 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო -50.4 ათასი ლარით:
ათ. ლარი
|
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება(კლება) განისაზღვროს -34.0 ათასი ლარით: ათ.ლარი
ფინანსური აქტივების კლება(ნაშთის გამოყენება)- 34.0ათასი ლარის ოდენობით წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სახაზინო ანგარიშზე გასული წლების გამოუყენებელ ნაშთს, რომლის გამოყენებაც მოხდება 2022 წლის განმავლობაში. |
|
1. 2021-22 წლებში მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიამ შეცვალა მსოფლიო ეკონომიკური განვითარების ტენდენცია. კორონავირუსით გამოწვეულმა ნეგატიურმა შოკმა გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე და შესაბამისად აჟარის(ზემო აფხაზეთის) დევნილ მუნიციპალიტეტზე. ზემოაღნიშნულმა პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა რეცესიამ გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკური პარამეტრების პროგნოზებზე და ბიუჯეტის, როგორც საშემოსავლო, ასვე ხარჯვით ნაწილებზე. პანდემიის გამო უსახსროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის საჭირო დახმარების ხარჯებთან ერთად აუცილებელი გახდა მთელი რიგი ღონისძიებების გატარება მოსახლეობის სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით. 2022წლის ბიუჯეტის პროექტში გადახედილიქნა რიგი ისეთი ღონისძიებებისა, რომლებიც მოზარდების მასიურად ჩართულობასთან არის დაკავშირებული.წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ერთობლივად ყველა მიმართულებით შეეცდებიან ხელი შეუწყონ უსახსროდ დარჩენილ მოსახლეობას შედარებით შეუმსუბუქონ მათ პანდემიით გამოწვეული უხერხულობა. ეფექტურად გაგრძელდება ყველა ისეთი საჭირო პროგრამების დაგეგმვა , რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის სწრაფად გამოსვლას კრიზისიდან და ჩართვას ეკონომიკურ საქმიანობაში. როგორც ქვეყნის მთავრობისათვის ასევე მუნიციპელიტეტშიც ადამიანი და მასზე ზრუნვა იყო, არის და იქნება ჩვენი მთავარი ღირებულება. ამიტომ, გაგრძელდება და შეიქმნება ისეთის ახალი პროგრამები რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობაში გაზრდის ხელმისაწვდომობას სხვადსხავა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სერვისების მიღებაზე. 2. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებია: 2021 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა სხვადასხვა აქტივობები, ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებით. შემუშავდა 2022 – 2025 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა, ჩამოყალიბდა მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი მიმართულებები და გამოიკვეთა ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტები და პროგრამები. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული მიმართულებებია: ა) ინფრასტრუქტურა; ბ) განათლება; გ) კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი; დ) ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; ე) მმართველობითი ორგანოების დაფინანსება;
ათ.ლარებში
|
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული, ზემო აფხაზეთიდან დევნილი და საქართველოს საქართველოს ტერიტორიაზე ჩასახლებული დევნილი მოსახლეობისათვის ინფრასტრუქტურული, საბინაო-კომუნალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ათ.ლარი
ა) საბინაო-კომუნალური მეურნეობის დაფინანსება (კეთილმოწყობის ღონისძიებები დევნილთა ჩასახლებებში) (კოდი 02 01)
|
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, ვინაიდან თეთრი წყაროს რაიონის სოფ .წინწყაროში კომპაქტურად ჩასახლებულია აჟარის მუნიციპალიტეტის დევნილი მოსახლეობა, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტსა და აჟარის მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, სადაც გათვალისწინებულია ა(ა)იპ სოფ.აჟარის საბავშვო ბაღის მომსახურე პერსონალის ხელფასებით უზრუნველყოფა. ეს ბაღი მდებარეობს თეთრი წყაროს რაიონის სოფ .წინწყაროში, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 50-ზე მეტი მუნიციპალიტეტში რიცხული ბავშვი. ბაღში დასაქმებულია 6თანამშრომელი, აღმზრდელი და ადმინისტრაციული პერსონალი.
ათ.ლარი
ა) სკოლამდელი განათლება ( კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2022წლის განმავლობაში სუბსიდირების წესით დაფინანსებას მიიღებს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ა(ა) ი პ - ,, აჟარის საბავშვო ბაღი“რომელიც ურთიერთშეთანხმების-მემორანდუმის საფუძველზე ფუნქციონირებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის , სოფ.წინწყაროს საბავშვო ბაღში.
შეფასების ინდიკატორები
სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამის 2022 წლის ბიუჯეტის წინასწარი გათვლები (ხარჯთაღრიცხვა)
|
მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროექტების დანერგვით და შესრულებით ცდილობს ხელი შეუწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამ მიზნით ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება.
ათ.ლარი
ა) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (კოდი 04 01 01) 2022წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი სპორტული ღონისძიებები:
ბ) ა(ა)იპ აჟარის სპორტსკოლის დაფინანსება (კოდი 04 01 02) ასიგნებების ფარგლებში დაფინანსებას სუბსიდიის სახით მიიღებს ა(ა)იპ აჟარის სპორტსკოლა. ამ სკოლაში დაქირავებული პედაგოგების მეშვეობით სპორტის სხვადასხვა სახეობებში ვარჯიშებს , სპეციალურ წვრთნას და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას გაივლიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული სხვადასხვა ასაკის მოზარდები. მათთვის შექმნილი იქნება სათანადო პირობები.
გ) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება ( კოდი 04 02 01) მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი კულტურული ღონისძიებები:
დ) ა(ა)იპ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დაფინანსება დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში დაფინანსებას სუბსიდიის სახით მიიღებს ა(ა)იპ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი. მის მიერ დაქირავებული პედაგოგების მეშვეობით კულტურის სხვადასხვა სახეობებში სპეციალურ მომზადებას გაივლიან და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული სხვადასხვა ასაკის მოზარდები. ამისთვის მათთვის შექმნილი იქნება სათანადო პირობები.
კულტურისა და სპორტის განვითარების პროგრამის 2022 წლის ბიუჯეტის წინასწარი გათვლები (ხარჯთაღრიცხვა)
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ოჯახების და მოქალაქეების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს დევნილი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. სოციალური დახმარების მიმღებ (ბენეფიციარი) პირს შეუძლია ერთჯერადად ისარგებლოს სოცილური დახმარების რამდენიმე მუხლით. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებას, მარტოხელა პენსიონერების დახმარებას, მარჩენალდაკარგული პირების დახმარებას, ომში დაღუპულ პირთა ოჯახების დახმარებას,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების, ახალშობილთა ბავშვების დაბადებისათვის ოჯახის დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მოსახლეობის სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ათ.ლარი
ა) ავადმყოფთა და შ შმ პირთა სოციალური დახმარებები ( კოდი 05 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის დაფინანსდება:
ბ) ხანდაზმულთა სოციალური დაცვა(კოდი 05 01 02)
გ) ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა(კოდი 05 01 03)
დ) ომში დაღუპულ პირთა ოჯახების სოციალური დაცვა(კოდი 05 01 04)
ე) სოციალური დახმარებები(კოდი 05 01 05)
ვ) დაკრძალვის მომსახურების ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება(კოდი 05 01 06)
შეფასების ინდიკატორები
სოციალური უზრუნველყოფასა და ჯანდაცვის პროგრამის 2022 წლის ბიუჯეტის წინასწარი გათვლები (ხარჯთაღრიცხვა)
|
მმართველობითი სფეროს გამართული ფუნქციონირება მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, სადაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მოსახლეობის ჩართულობის სისტემების შექმნას და უზრუნველყოფას, საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესებას, მიმდინარე პროცესების მართვას და სხვა ფაქტორებს.
პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება მმართველობითი და საერთო დანიშნულების ხარჯების დაფინანსება. პრიორიტეტი ასევე ითვალისწინებს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური ს დაფინანსებას. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური ს დაფინანსებას. დაფინანსება მთლიანად მოხდება მიზნობრივი ტრანსფერიდან. ამავე პრიორიტეტიდან ფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორებიცაა სარეზერვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულბებების (სესხები, სასამართლო გადაწყვეტილებები) მომსახურება. შემცირებულია სარეზერვო ფონდის მოცულობა, ვინაიდან 2021წელს ფონდიდან ხარჯვა უმნიშვნელო იყო. მუნიციპალიტეტის მმართველობითი ორგანოების დაფინანსება ათ.ლარი
მუნიციპალიტეტის მმართველობითი ორგანოების დაფინანსება ხარჯების მიხედვით 2022წელს
შეფასების ინდიკატორები
|
|
2. სახსრების ის ნაწილი, რომელიც ფისკალური წლის განმავლობაში არ იქნა ათვისებული, შეიძლება გამოიყენებულიქნას მომდევნო წელს.
3. გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული სარეზერვო ფონდიდან. თანხის გაცემა განხორციელდეს გამგებლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ხოლო თანხას გამოყოფს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი.
4. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებებისა და სასამართლო აღსრულების ფონდიდან თანხების გაცემა განხორციელდეს გამგებლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ხოლო თანხას გამოყოფს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი.
5.აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.