1.
საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს წინასწარ განსაზღვროს დებატებისთვის გამოყოფილი დრო ან გამართოს შეზღუდული დებატები.
2.
დებატებისთვის გამოყოფილი დროის ამოწურვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით დებატები წყდება. დებატების შეწყვეტის შესახებ განცხადების გაკეთებამდე თავმჯდომარე აცხადებს გამომსვლელთა დარჩენილ რაოდენობას. ფრაქციას, რომლის არც ერთ წარმომადგენელს არ მიუღია მონაწილეობა დებატებში, უფლება აქვს დაასახელოს ერთი გამომსვლელი, რომელსაც თავმჯდომარემ უნდა მისცეს სიტყვა.
3.
შეზღუდული დებატებისას სიტყვით გამოსვლის უფლება ეძლევა მხოლოდ საკითხის ინიციატორს, კომისიის მომხსენებელს ან თანამომხსენებელს და ფრაქციის თითო წარმომადგენელს.
4.
შეზღუდული დებატების შემთხვევაში თუ ამ საკითხზე სიტყვით გამოსვლის სურვილი გამოთქვა თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულმა ამომრჩევლმა, საზოგადოებრივ ან, პოლიტიკურ ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენლებმა, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აძლევს მათ წინადადებას გამოყონ მხოლოდ ორი წარმომადგენელი, რომელთაც მიეცემათ სხდომაში მონაწილეობა თანამომხსენებლის უფლებით. თუ სხდომაზე მონაწილეობის მსურველები 2 მომხსენებლის გამოყოფაზე ვერ შეთანხმდნენ სხდომის თავმჯდომარე სიტყვით გამოსვლის უფლებას აძლევს სიაში ჩაწერილ პირველ ორ მსურველს
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 65. დებატების შეზღუდვის შემთხვევები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 59. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხზე გადასვლის წესი
- მუხლი 60. საკითხის საჯარო განხილვა
- მუხლი 61. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის ზოგადი წესი
- მუხლი 62. საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმები
- მუხლი 63. საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობა
- მუხლი 64. პროცედურული საკითხები
- მუხლი 67. საკრებულოს თავმჯდომარის მონაწილეობა დებატებში
- მუხლი 69. სხდომაზე წესრიგის დაცვა
- მუხლი 70. ზომები საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის
- მუხლი 71. წესრიგისკენ მოწოდება
- მუხლი 73. გაფრთხილება ოქმში შეტანით
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 65, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-65/