1.
საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის სხდომაში მონაწილე პირის მიმართ სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი ზომები:
ა)
წესრიგისკენ მოწოდება;
ბ)
გაფრთხილება;
გ)
გაფრთხილება ოქმში შეტანით;
დ)
სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
2.
საკრებულოს სხდომაზე მონაწილე ან დამსწრე არა საკრებულოს წევრი წესრიგის დარღვევისათვის სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გაძევებულ იქნეს დარბაზიდან თუ იგი:
ა)
უკვე იქნა გაფრთხილებული, მაგრამ აგრძელებს წესრიგის დარღვევას;
ბ)
ქმნის უწესრიგობას სხდომაზე, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას;
გ)
შეურაცხჰყო საკრებულო ან პირი, მიუხედავად იმისა იმყოფება ეს პირი საკრებულოს სხდომაზე თუ არა.
დ)
თუ იგი ეწინააღმდეგებს სხდომის თავმჯდომარის მიერ მის მიმართ გამოტანილ პასუხისმგებლობის ზომას.
3.
პირს ან პირთა ჯგუფს, რომელიც გაძავებული იქნა სხდომის დარბაზიდან უფლება არა აქვს დაბრუნდეს საკრებულოს სხდომის დარბაზში იმ დღის სხდომის დამთავრებამდე
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 70. ზომები საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის
მეზობელი მუხლები
- მუხლი 62. საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმები
- მუხლი 63. საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობა
- მუხლი 64. პროცედურული საკითხები
- მუხლი 65. დებატების შეზღუდვის შემთხვევები
- მუხლი 67. საკრებულოს თავმჯდომარის მონაწილეობა დებატებში
- მუხლი 69. სხდომაზე წესრიგის დაცვა
- მუხლი 71. წესრიგისკენ მოწოდება
- მუხლი 73. გაფრთხილება ოქმში შეტანით
- მუხლი 74. სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე
- მუხლი 75. კონტროლი საკრებულოს რეგლამენტის დაცვაზე და მისი დარღვევის შედეგები
- მუხლი 77. საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 70, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-70/