1.
სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდოს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარემ.
2.
სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდონ თუ იგი:
ა)
სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე;
ბ)
ხმარობს შეურაცმყოფელ გამოთქმებს;
გ)
მისი გამოსვლა შეიცავს ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი და სხვა ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციული სახის მოწოდებებს;
დ)
სარგებლობს მობილური ტელეფონით, ან ხმამაღლა საუბრობს, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას;
ე)
ემოციურად გამოხატავს თავის კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 71. წესრიგისკენ მოწოდება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 63. საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობა
- მუხლი 64. პროცედურული საკითხები
- მუხლი 65. დებატების შეზღუდვის შემთხვევები
- მუხლი 67. საკრებულოს თავმჯდომარის მონაწილეობა დებატებში
- მუხლი 69. სხდომაზე წესრიგის დაცვა
- მუხლი 70. ზომები საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის
- მუხლი 73. გაფრთხილება ოქმში შეტანით
- მუხლი 74. სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე
- მუხლი 75. კონტროლი საკრებულოს რეგლამენტის დაცვაზე და მისი დარღვევის შედეგები
- მუხლი 77. საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა
- მუხლი 78. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 71, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-71/