1.
ყოველი მორიგი სხდომების ბოლო დღის პირველ ნახევარში შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა.
2.
საკრებულოს „ღია კარის“ სხდომაზე საკრებულოს წევრები ისმენენ თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა გამოსვლებს;
3.
„ღია კარის“ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა განცხადებით უნდა მიმართოს საკრებულოს აპარატს ღია სხდომის ჩატარებამდე სამი დღით ადრე მაინც.
4.
საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს შემოსულ განცხადებებს და განმცხადებლებთან შეთანხმებით ადგენს „ღია კარის“ სხდომაში გამომსვლელთა სიას.
5.
„ღია კარის“ სხდომაში მონაწილეთა რიგითობა განისაზღვრება განცხადების შემოტანის რიგის მიხედვით.
6.
„ღია კარის“ სხდომაში მონაწილე ყველა პირს გამოსვლისთვის ეძლევა არა უმეტეს 5 წუთისა.
7.
„ღია კარის“ სხდომაზე დასმულ საკითხებზე დებატები არ იმართება. „ღია კარის“ სხდომაზე გამომსვლელი ამომრჩევლისთვის, დაზუსტების მიზნით კითხვის დასმის უფლება აქვს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარეს.
8.
საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს „ღია კარის“ სხდომის ოქმის შედგენას, სხდომაზე დასმული საკითხების აღრიცხვას და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი საკითხების შესაბამისი კომისიისთვის ან/და მერისთვის განსახილველად გადაცემის შესახებ.
9.
საკრებულოს აპარატი აცნობებს „ღია კარის“ სხდომაზე მონაწილე პირს მის მიერ დასმული საკითხის განხილვის მიმდინარეობის შესახებ და აკონტროლებს დასმული საკითხის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტას