1.
თუ საკრებულოს წევრი სიტყვით გამოსვლისას მისთვის განკუთვნილ დროს გადააცილებს, თავმჯდომარე ჯერ აფრთხილებს, ხოლო შემდეგ ჩამოართმევს სიტყვას. თუ გამომსვლელმა გადაუხვია განსახილველ საკითხს, თავმჯდომარე აფრთხილებს მას ამის შესახებ. თუ გამომსვლელი ხმარობს შეურაცხმყოფელ სიტყვებს, თავმჯდომარე მოუწოდებს წესრიგისაკენ. თუ გამომსვლელი ორჯერ გააფრთხილეს დაბრუნებოდა განსახილველ საკითხს, ან ორჯერ მოუწოდეს წესრიგისკენ, მოთხოვნის დაუკმაყოფილების შემთხვევაში, თავმჯდომარე ვალდებულია ჩამოართვას მას სიტყვა და ამავე დროს არ მისცეს მას ამ საკითხზე მეორედ გამოსვლის უფლება. თავმჯდომარის გაფრთხილება და წესრიგისაკენ მოწოდება არ შეიძლება გახდეს განსჯის საგანი.
2.
თუ სხდომის დროს დაიწყო უწესრიგობა, რომელიც შეუძლებელს ხდის საკრებულოს მუშაობას და თავმჯდომარემ მისი აღკვეთა ვერ შესძლო, მაშინ იგი ტოვებს ადგილს და სხდომა შეწყვეტილად ითვლება. თუ სხდომის განახლების შემდეგაც გრძელდება უწესრიგობა, თავმჯდომარე ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას სხდომის გადადების შესახებ.
3.
სხდომაზე წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით თავმჯდომარის უფლებამოსილებები ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც არ არიან საკრებულოს წევრები. მოწვეული პირები, თუ ისინი გამოხატავენ თავის კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას სხდომის მიმდინარეობის შესახებ, რითაც ხელს უშლიან სხდომის ნორმალურ მსვლელობას, თავმჯდომარის მითითებით გაყვანილნი იქნებიან დარბაზიდან.
4.
თავმჯდომარის მიერ წესრიგის დაცვისადმი მიღებულ გადაწყვეტილებებზე მსჯელობა ან კენჭისყრა არ იმართება და იგი უნდა დაკმაყოფილდეს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
5.
სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ მსჯელობს საპროცედურო საკითხთა კომისია. კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის გაფრთხილების ან სამი თვის ვადამდე მისი სხდომაზე არ დაშვების შესახებ. საპროცედურო საკითხთა კომისიის ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს საკრებულო კენჭისყრის საფუძველზე, წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. სხდომაზე არ დაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს წევრს რჩება უფლება მონაწილეობა მიიღოს კომისიათა მუშაობაში
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 69. სხდომაზე წესრიგის დაცვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 61. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის ზოგადი წესი
- მუხლი 62. საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმები
- მუხლი 63. საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობა
- მუხლი 64. პროცედურული საკითხები
- მუხლი 65. დებატების შეზღუდვის შემთხვევები
- მუხლი 67. საკრებულოს თავმჯდომარის მონაწილეობა დებატებში
- მუხლი 70. ზომები საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის
- მუხლი 71. წესრიგისკენ მოწოდება
- მუხლი 73. გაფრთხილება ოქმში შეტანით
- მუხლი 74. სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე
- მუხლი 75. კონტროლი საკრებულოს რეგლამენტის დაცვაზე და მისი დარღვევის შედეგები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 69, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-69/