„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2021 ბოლო ცვლილება 27.08.2025
ნომერი
№798
სარეგისტრაციო კოდი
040150000.22.027.017289
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №798

2021 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის თაობაზე


1. სისტემური რეგისტრაციის წარმოების მიზნით, განისაზღვროს შემდეგი გეოგრაფიული არეალები:

ა) აბაშის მუნიციპალიტეტი;

ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტი;

გ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტი;

დ) ასპინძის მუნიციპალიტეტი;

ე) ახალქალაქის მუნიციპალიტეტი;

ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტი;

ზ) ახმეტის მუნიციპალიტეტი;

თ) ბაღდათის მუნიციპალიტეტი;

ი) ბოლნისის მუნიციპალიტეტი;

კ) ბორჯომის მუნიციპალიტეტი;

ლ) გარდაბნის მუნიციპალიტეტი;

მ) გორის მუნიციპალიტეტი;

ნ) გურჯაანის მუნიციპალიტეტი;

ო) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი;

პ) დმანისის მუნიციპალიტეტი;

ჟ) დუშეთის მუნიციპალიტეტი;

რ) ვანის მუნიციპალიტეტი;

ს) ზესტაფონის მუნიციპალიტეტი;

ტ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;

უ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი;

ფ) თელავის მუნიციპალიტეტი;

ქ) თერჯოლის მუნიციპალიტეტი;

ღ) თიანეთის მუნიციპალიტეტი;

ყ) კასპის მუნიციპალიტეტი;

შ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი;

ჩ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი;

ც) ლენტეხის მუნიციპალიტეტი;

ძ) მარნეულის მუნიციპალიტეტი;

წ) მარტვილის მუნიციპალიტეტი;

ჭ) მესტიის მუნიციპალიტეტი;

ხ) მცხეთის მუნიციპალიტეტი;

ჯ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი;

ჰ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი;

ჰ1) ონის მუნიციპალიტეტი;

ჰ2) საგარეჯოს მუნიციპალიტეტი;

ჰ3) სამტრედიის მუნიციპალიტეტი;

ჰ4) საჩხერის მუნიციპალიტეტი;

ჰ5) სენაკის მუნიციპალიტეტი;

ჰ6) სიღნაღის მუნიციპალიტეტი;

ჰ7) ტყიბულის მუნიციპალიტეტი;

ჰ8) ქარელის მუნიციპალიტეტი;

ჰ9) ქედის მუნიციპალიტეტი;

ჰ10) ქობულეთის მუნიციპალიტეტი;

ჰ11) ყაზბეგის მუნიციპალიტეტი;

ჰ12) ყვარლის მუნიციპალიტეტი;

ჰ13) შუახევის მუნიციპალიტეტი;

ჰ14) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი;

ჰ15) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი;

ჰ16) ცაგერის მუნიციპალიტეტი;

ჰ17) წალენჯიხის მუნიციპალიტეტი;

ჰ18) წალკის მუნიციპალიტეტი;

ჰ19) წყალტუბოს მუნიციპალიტეტი;

ჰ20) ჭიათურის მუნიციპალიტეტი;

ჰ21) ხარაგაულის მუნიციპალიტეტი;

ჰ22) ხაშურის მუნიციპალიტეტი;

ჰ23) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი;

ჰ24) ხობის მუნიციპალიტეტი;

ჰ25) ხონის მუნიციპალიტეტი;

ჰ26) ხულოს მუნიციპალიტეტი.

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში უფლებათა სისტემური რეგისტრაცია დაიწყოს ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე და დასრულდეს 2025 წლის 1 იანვრამდე.
3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალების ადმინისტრაციულ ერთეულებში საველე და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების დრო განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. 
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №681 ბრძანება.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე