სს „ფოსტა ფეი-ის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სს „ფოსტა ფეის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, საზოგადოების ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. სს „ფოსტა ფეი“-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენ ხელთ არსებული დოკუმენტაცია.
იურიდიული პირების შემთხვევაში:
1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ.
2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. სს „ფოსტა ფეის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენ ხელთ არსებული დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2 (ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.
ლიკვიდატორი როინ ცაციაშვილი.