„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3-2
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.101.016923
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3-2

2021 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-12 დადგენილებაში   (www.matsne.gov.ge; 14/02/2019; N010260300.35.101.016576) და დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის  მერიის  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქვეპროგრამების: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების  ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების  წესის“ (დანართი №2):

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საპროექტო განაცხადის ფორმა არ ივსება იმ შემთხვევებში, როდესაც მოთხოვნილია დაფინანსება ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებში  და ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში ინდივიდუალურ, წყვილთა/ჯგუფთა, გუნდურ (პირად-გუნდური) სპორტის სახეობებში პრიზიორების დაჯილდოებისათვის, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ფრენბურთის, ხელბურთის ან ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში პრიზიორი ქალთა გუნდების/კლუბების დაჯილდოებისთვის, პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი გუნდების/კლუბების დაჯილდოებისთვის, სპორტული ორგანიზაციების სპორტული ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფისათვის, ქალთა გუნდების/კლუბების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდების/კლუბების სპორტული ინვენტარით ან/და ეკიპირებით უზრუნველყოფისათვის, ასევე, კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის.“;

ა.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებში და ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში ინდივიდუალურ, წყვილთა/ჯგუფთა, გუნდურ (პირად-გუნდური) სპორტის სახეობებში პრიზიორების დაჯილდოების, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ფრენბურთის, ხელბურთის ან ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში  პრიზიორი ქალთა გუნდების/კლუბების დაჯილდოების, პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი გუნდების/კლუბების დაჯილდოების, სპორტული ორგანიზაციების სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების, ქალთა გუნდების/კლუბების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდების/კლუბების სპორტული ინვენტარის ან/და ეკიპირების შესაძენად, ასევე, კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევებში, არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა. ამ შემთხვევებში, სპორტის შესაბამისი ორგანიზაციების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და განაცხადის ფორმას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.“;

) მე-6 მუხლის  მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში და ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში ინდივიდუალურ, წყვილთა/ჯგუფთა, გუნდურ (პირად-გუნდური) სპორტის სახეობებში მიღწეული წარმატებისთვის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების და ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშების  დაწყების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების შემოტანის დღისთვის ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სპორტსმენების დაჯილდოება შესაძლებელია შემდეგნაირად:

ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშები

I ადგილი

15 000 ლარი

II ადგილი

10 000 ლარი

III ადგილი

7 000 ლარი

 

მსოფლიო ჩემპიონატი

ოლიმპიური/პარალიმპიური სახეობები

ეროვნული

I ადგილი

7000 ლარი

II ადგილი

5000 ლარი

III ადგილი

3000 ლარი

ახალგაზრდული

I ადგილი

6000 ლარი

II ადგილი

3000 ლარი

III ადგილი

2000 ლარი

ჭაბუკები

I ადგილი

3000 ლარი

II ადგილი

2000 ლარი

III ადგილი

1000 ლარი

 

ევროპის ჩემპიონატი

ოლიმპიური/პარალიმპიური სახეობები

ეროვნული

I ადგილი

5000 ლარი

II ადგილი

3000 ლარი

III ადგილი

2000 ლარი

ახალგაზრდული

I ადგილი

3000 ლარი

II ადგილი

2000 ლარი

III ადგილი

1000 ლარი

ჭაბუკები

I ადგილი

2000 ლარი

II ადგილი

1000 ლარი

III ადგილი

500 ლარი

 

მსოფლიო ჩემპიონატი არაოლიმპიური სახეობები

ეროვნული

I ადგილი

3000 ლარი

II ადგილი

2500 ლარი

III ადგილი

2000 ლარი

ახალგაზრდული

I ადგილი

2500 ლარი

II ადგილი

2000 ლარი

III ადგილი

1500 ლარი

ჭაბუკები

I ადგილი

2000 ლარი

II ადგილი

1500 ლარი

III ადგილი

1000 ლარი

 

ევროპის ჩემპიონატი არაოლიმპიური სახეობები

ეროვნული

I ადგილი

2500 ლარი

II ადგილი

2000 ლარი

III ადგილი

1500 ლარი

ახალგაზრდული

I ადგილი

2000 ლარი

II ადგილი

1500 ლარი

III ადგილი

1000 ლარი

ჭაბუკები

I ადგილი

1500 ლარი

II ადგილი

1000 ლარი

III ადგილი

500 ლარი

 .“       

4. ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ფრენბურთის, ხელბურთის ან ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ფედერაციის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში  წარდგენილი განცხადების საფუძველზე, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ფრენბურთის, ხელბურთის ან ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის, იმ ქალთა გუნდების/კლუბების დაჯილდოება, რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ფუნქციონირების ადგილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე  და მიმდინარეობისას არის ქალაქი თბილისი, შესაძლებელია შემდეგნაირად:

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა

I ადგილი

10 000 ლარი

II ადგილი

8 000 ლარი

III ადგილი

5 000 ლარი

 

5. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში  წარდგენილი განცხადების საფუძველზე, პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის, იმ გუნდების/კლუბების დაჯილდოება, რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ფუნქციონირების ადგილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე  და მიმდინარეობისას არის ქალაქი თბილისი, შესაძლებელია შემდეგნაირად:

პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატი

I ადგილი

10 000 ლარი

II ადგილი

8 000 ლარი

III ადგილი

5 000 ლარი

“.         

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე