„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №82 |
|
2021 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 140130000.22.034.016512) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ2“ ქვეპუნქტი: „კ2) კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანების შესრულების მიზნით, სამხრე ვიდეოკამერების მეშვეობით ახორციელებს ვიდეო-აუდიო ჩაწერასა და მოპოვებული მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამუშავებას;“. 2. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61 დეპარტამენტის მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ვიდეო-აუდიო ჩაწერისა და ჩაწერილი ინფორმაციის დამუშავების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“. 3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) კომპეტენციის ფარგლებში, სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ახორციელებს ვიდეო-აუდიო ჩაწერას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“. 4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში არსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის, სამხრე ვიდეოკამერებისა და რადიოკავშირის საშუალებათა შეუფერხებელ მუშაობას;“; ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1) უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ჩაწერილი ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამუშავებას;“. 5. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ახორციელებს ვიდეო-აუდიო ჩაწერას, აგრეთვე, უზრუნველყოფს სამხრე ვიდეოკამერების მიღება-გაცემას, მუდმივად დამუხტულ მდგომარეობაში მოვლა-შენახვასა და სამმართველოს შესაბამის მოსამსახურეებზე მიმაგრებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 6. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ახორციელებს ვიდეო-აუდიო ჩაწერას, აგრეთვე, უზრუნველყოფს სამხრე ვიდეოკამერების მიღება-გაცემას, მუდმივად დამუხტულ მდგომარეობაში მოვლა-შენახვასა და სამმართველოს შესაბამის მოსამსახურეებზე მიმაგრებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 7. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14 დასავლეთ საქართველოს რეგიონალური განყოფილება, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის ტერიტორიაზე ნავთობის ტერმინალის დაცვას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას; ბ) სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ვიდეო-აუდიო ჩაწერას, აგრეთვე, სამხრე ვიდეოკამერების მიღება-გაცემას, მუდმივად დამუხტულ მდგომარეობაში მოვლა-შენახვასა და განყოფილების შესაბამის მოსამსახურეებზე მიმაგრებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.12.2021.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.12.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №82. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017184.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №82, 23.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017184 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5320783/