პრიორიტეტის ბიუჯეტი: 1 860 000 ლარი
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
2022 წლის განმავლობაში მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება რომელიც გაზრდის სოციალურად დაუცველი ფენის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ჯანდაცვისა და მომსახურების სერვისებზე.
|
პროგრამული კოდი
|
დასახელება
|
2022 წელი
|
2023 წელი
|
2024 წელი
|
2025 წელი
|
|
06 01
|
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა
|
876 000
|
890 000
|
913 000
|
940 000
|
|
06 01 01
|
ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
|
173 000
|
180 000
|
180 000
|
190 000
|
|
06 01 02
|
მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება
|
246 000
|
250 000
|
250 000
|
260 000
|
|
06 01 03
|
თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება
|
55 000
|
55 000
|
60 000
|
60 000
|
|
06 01 04
|
ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების დახმარება
|
260 000
|
260 000
|
277 000
|
280 000
|
|
06 01 05
|
გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება
|
90 000
|
90 000
|
90 000
|
90 000
|
|
06 01 06
|
ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფიის) ერთჯერადი დაფინანსება
|
52 000
|
55 000
|
56 000
|
60 000
|
|
06 02
|
სოციალური მხარდაჭერის პროგრამა
|
984 000
|
986 000
|
1 022 000
|
1 054 000
|
|
06 02 01
|
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
|
60 000
|
66 000
|
70 000
|
70 000
|
|
06 02 02
|
დღის ცენტრის დაფინანსება
|
45 000
|
45 000
|
45 000
|
45 000
|
|
06 02 03
|
დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარება
|
15 000
|
20 000
|
20 000
|
20 000
|
|
06 02 04
|
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება
|
215 000
|
215 000
|
225 000
|
230 000
|
|
06 02 05
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა დახმარება
|
14 000
|
14 000
|
14 000
|
14 000
|
|
06 02 06
|
სარიტუალო მომსახურების დაფინანსება
|
65 000
|
65 000
|
65 000
|
65 000
|
|
06 02 07
|
ოფიციალურად დადგენილი დღეების აღსანიშნავად სოციალური მხარდაჭერა
|
11 000
|
20 000
|
20 000
|
20 000
|
|
06 02 08
|
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება
|
270 000
|
270 000
|
280 000
|
290 000
|
|
06 02 09
|
მზრუნველობამოკლებულთა ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა
|
165 000
|
170 000
|
175 000
|
185 000
|
|
06 02 10
|
სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების თანადაფინანსება
|
24 000
|
15 000
|
18 000
|
20 000
|
|
06 02 11
|
სოციალურად შეჭირვებული ოჯახებში ახალშობილის (0-დან 1 წლამდე) მოვლისთვის საჭირო საგნებისა და საკვების შეძენისათვის ყოველთვიური დახმარება
|
70 000
|
70 000
|
70 000
|
70 000
|
|
06 02 12
|
ძალადობის მსხვერპლის სტატუსი მქონე პირთა ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერა
|
10 000
|
16 000
|
20 000
|
25 000
|
|
06 02 13
|
სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსება
|
20 000
|
|
|
|
|
სულ პრიორიტეტის დაფინანსება
|
1 860 000
|
1 876 000
|
1 935 000
|
1 994 000
|
|
პროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
|
0601
|
|
პროგრამის დასახელება:
|
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა
|
|
პროგრამის განმახორციელებელი:
|
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
|
|
პროგრამის განხორციელების პერიოდი:
|
2022-2025 წწ.
|
|
სულ პროგრამის ბიუჯეტი: 876 000 ლარი
|
|
პროგრამის მიზანი
|
|
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა
|
|
პროგრამის აღწერა
|
|
პროგრამის ფარგლებში არსებული 6 ქვეპროგრამით მოხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება
|
|
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
|
|
გაზრდილია ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებზე
|
|
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
|
060101
|
|
ქვეპროგრამის დასახელება:
|
ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
|
ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
|
|
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
|
2022 წელი
|
|
მუნიციპალური ბიუჯეტი
|
173 000
|
|
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
|
173 000
|
|
ქვეპროგრამის მიზანი
|
|
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კონტროლი
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
|
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება არსებული რეალობებისადმი მიდგომების ახლებურად გააზრებას და რადიკალურ გარდაქმნებს ითხოვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემათა გადაჭრა მოსახლეობის მომსახურების მრავალფეროვნებაში, არსებულ პირობებთან ადაპტირებაში, ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილებაში მდგომარეობს. თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის: ა) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; გ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დავის კონტროლი; ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; ვ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა; თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
|
|
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტრატეგიულ ფუნქციები: გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება; ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორების მონიტორინგი და მყისიერი რეაგირება საგანგებო სიტუაციების დროს, კოორდინაცია ცენტრალურ სტრუქტურებთან; ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა. საკვებისა და სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა და მუნიციპალური მმართველობის ორგანოების ინფორმირება სავარაუდო საკვებისმიერი და წყლისმიერი ინფექციების გავრცელების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ; ჯანმრთელობის განმტკიცება ჯანმრთელობის დაცვაში უთანასწორობისა და სოციალურ დეტერმინანტებზე ზემოქმედების განხორციელების გზით; დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა.; მოსახლეობის, თემის წარმომადგენლების, ცალკეული მოწყვლადი ჯგუფების ორგანიზება და წარმართვა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარება, მოტივირება და შენარჩუნება; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციულ-სტრუქტურული სრულყოფა, ადეკვატური დაფინანსების მიღწევა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისებსა და პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის უზუნველყოფა; ჯანმრთელობის ადვოკატირება, მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესება, საინფორმაციო განმარტებითი საქმიანობა, სოციალური მობილიზაცია; მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჯანდაცვის პოლიტიკისა და პრაქტიკის წარმოებისათვის კვლევითი სამუშაოების წარმოება და მონაწილეობის მიღება.
ახალი ვირუსის COVID-19 -ის ეპიდემიოლოგიური კონტროლი ადგილობრივ დონეზე, არსებული რეგულაციების მონიტორინგი.
|
|
დასახელება
|
პროდუქტი
|
|
რაოდენობა
|
ერთეულის საშუალო ფასი (ლარი)
|
სულ (ლარი)
|
|
ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
|
1
|
173 000
|
173 000
|
|
ჯამი
|
|
|
173 000
|
|
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
|
|
შედეგი 1: უზრუნველყოფილია გადამდებ დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა;
შედეგი 2: უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტში სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კონტროლი;
|
|
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
|
060102
|
|
ქვეპროგრამის დასახელება:
|
მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
|
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
|
|
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
|
2022 წელი
|
|
მუნიციპალური ბიუჯეტი
|
246 000
|
|
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
|
246 000
|
|
ქვეპროგრამის მიზანი
|
|
სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
|
ა) 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 150001-მდეა.
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანი ქალბატონები.
უფლება აქვთ მიიღონ ერთჯერადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, წლის განმავლობაში ერთხელ პირად ანგარიშზე ჩარიცხვით ან უნაღდო ანგარიშსწორებას მედიკამენტებზე ფარმაცევტულ დაწესებულებაში ჩარიცხვით (მათი არჩევანით), უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს ბენეფიციარის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
ბ) 1. ოზურგეთის მუიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 150001-მდეა.
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს.
3.ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებს და შშმ ბავშვებს (18 წლამდე).
უფლება აქვთ მიიღონ სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა უნაღდო ანგარიშსწორებით, კერძოდ:
ბ.ა) იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანია და სხვა) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 40% ნაკლებია ან ტოლი 150 ლარის, დაფინანსება მოხდება სრულად;
ბ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანია და სხვა) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 40% მეტია 150 ლარზე, მაშინ დაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია) თანაგადახდის ფარგლებში არსებული ტარიფით განსაზღვრული სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანიის) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 40%-ის, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. დაფინანსების ქვედა ზღვარია 150 ლარი;
ბ.გ) იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს თანაგადახდა (საყოველთაო ჯანდაცვა, კერძო კომპანია), ანუ თუ მკურნალობის ხარჯები მთლიანად პაციენტის დასაფარია, ასეთ შემთხვევაში დაფინანსება მოხდება წარმოდგენილი თანხის ნახევრის, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, დაფინანსების ქვედა ზღვარია 150 ლარი.
|
|
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
|
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების ხარჯების თანადაფინანსება
|
|
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
|
060103
|
|
ქვეპროგრამის დასახელება:
|
თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
|
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
|
|
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
|
2022 წელი
|
|
მუნიციპალური ბიუჯეტი
|
55 000
|
|
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
|
55 000
|
|
ქვეპროგრამის მიზანი
|
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა მხარდაჭერა
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირებს, რომლებიც ჩართული არიან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საჭიროებენ დიალიზის კურსის ჩატარებას, უფლება აქვთ ისარგებლონ კვარტალში ერთხელ ფულადი დახმარებით 300 ლარის ოდენობით, ხოლო პერიტონიალურ შემთხვევაში ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები დახმარება იღებენ ტრანსპორტირებისათვის. დიალიზის პროგრამა ხორციელდება ქ. ოზურგეთში, ხოლო პერიტონიალურ შემთხვევაში ადგილზე არ ხდება ბენეფიციარის მომსახურება და უწევთ სხვა ქალაქში ტრანსპორტირება ( ბათუმი, თბილისი).
|
|
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
|
|
ხელშეწყობილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა სამედიცინო მომსახურების მიღება
|
|
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
|
060104
|
|
ქვეპროგრამის დასახელება:
|
ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების დახმარება
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
|
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
|
|
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
|
2022 წელი
|
|
მუნიციპალური ბიუჯეტი
|
260 000
|
|
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
|
260 000
|
|
ქვეპროგრამის მიზანი
|
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ლეიკემიისა და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების თანადაფინანსება
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
|
პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის მკურნალობის ხარჯების თანაგადახდას, შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით, კერძოდ:
ა) იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანიის და სხვა) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 40% არ აღემატება 200 ლარს, ანაზღაურება მოხდება მოთხოვნილი თანხის სრული ოდენობით.
ბ) იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანიის და სხვა) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 40% მეტია 200 ლარზე, შემთხვევის დაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია) ფარგლებში არსებული ტარიფით განსაზღვრული სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანია) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 40%-ის, მაგრამ არაუმეტეს 600 ლარისა. დაფინანსების ქვედა ზღვარია 200 ლარი. ხოლო ყოველ შემდეგ შემთხვევაზე, იგივე მოქალაქის (სამედიცინო მომსახურება, გამოკვლევები) დაფინანსება მოხდება ანალოგიურად, მხოლოდ დაფინანსების ზედა ზღვარი იქნება 300 ლარი, ხოლო ქვედა ზღვარი 200 ლარი.
|
|
გ) იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს თანაგადახდა, ანუ თუ მკურნალობის ხარჯები მთლიანად პაციენტის დასაფარია, პირველ ჯერზე დაფინანსება მოხდება წარმოდგენილი თანხის ნახევრის, მაგრამ არაუმეტეს 600 ლარისა, დაფინანსების ქვედა ზღვარია 200 ლარი, ხოლო ყოველ შემდეგ შემთხვევაზე იგივე მოქალაქის დაფინანსება მოხდება ანალოგიურად, ოღონდ ასანაზღაურებელი თანხის ზედა ზღვარი იქნება 300 ლარი, ხოლო ქვედა ზღვარი 200 ლარი.
დ) დაფინანსებას ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ (მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები), ბენეფიციარები წელიწადში ერთხელ, მოთხოვნის შესაბამისად, მიიღებენ დახმარებას უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებებში, ინვოისით წარმოდგენილი თანხის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა;
ე) აღნიშნული მუხლით, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას დაფინანსებაზე გარკვეული ნოზოლოგიების დროს (ზედაპირული მცირე ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნეების გეგმიურად თანადაფინანსებაზე), რაც ნეგატიურად არ აისახება ბენეფიციარის ჯანმრთელობაზე.
|
|
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
|
|
უზრუნველყოფილია ლეიკემიისა და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა სამედიცინო სერვისების თანადაფინანსება
|
|
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
|
060105
|
|
ქვეპროგრამის დასახელება:
|
გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
|
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
|
|
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
|
2022 წელი
|
|
მუნიციპალური ბიუჯეტი
|
90 000
|
|
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
|
90 000
|
|
ქვეპროგრამის მიზანი
|
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეებისთვის გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
|
გადაუდებელი მდგომარეობების დროს (სამედიცინო თანადაფინანსება, რომელიც არ ჯდება მერიის თანადაფინანსების პროგრამაში), ინვოისით წარმოდგენილი ასანაზღაურებელი თანხის 50%, არაუმეტეს 500 ლარისა. ასევე, არაპროგრამული რეფერალური მომსახურება უნაღდო ანგარიშსწორებით, ინვოისით წამოდგენილი ასანაზღაურებელი თანხა არაუმეტეს 500 ლარისა; გამონაკლის შემთხვევაში – ფინანსური დახმარება ტრანსპორტირებისათვის, მათ შორის, ქვეყნის გარეთ, მაქსიმალური ოდენობით 500 ლარი (გარდა იშვიათი გამონაკლისისა).
|
|
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
|
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეები საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი არიან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებით
|
|
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
|
060106
|
|
ქვეპროგრამის დასახელება:
|
ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფიის) ერთჯერადი დაფინანსება
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
|
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
|
|
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
|
2022 წელი
|
|
მუნიციპალური ბიუჯეტი
|
52 000
|
|
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
|
52 000
|
|
ქვეპროგრამის მიზანი
|
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირთა ძვირადღირებულ კვლევების თანადაფინანსება
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
|
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 200 001-მდეა და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, ასევე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებს და შშმ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 90 % არაუმეტეს 200 ლარის ფარგლებში ძვირადღირებულ კვლევაზე (კომპიუტერული ტომოგრაფია და ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია).
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 200 001-მდეა და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, ასევე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებს და შშმ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 90 % არაუმეტეს 300 ლარის ფარგლებში ძვირადღირებულ კვლევაზე (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია).
|
|
3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 200001-მდეა და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებს და შშმ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 50 % არაუმეტეს 500 ლარის ფარგლებში ძვირადღირებულ კვლევაზე (კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია).
4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ქალებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 200 001-მდეა, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 85 % არაუმეტეს 170 ლარის ფარგლებში ძვირადღირებულ კვლევაზე - ძუძუს კიბოს გენეტიკური კვლევა. სოციალურად დაუცველ ქალბატონებს, შშმ პირებს, მრავალშვილიან დედებს (18 წლამდე ოთხი და მეტი შვილი), ვეტერანებს და ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირებს (ერთჯერადად) აღნიშნული კვლევა დაუფინანსდებათ სრულად (170 ლარის ფარგლებში). ასევე გამონაკლის შემთხვევებში სხვა ძვირადღირებული კვლევების თანადაფინანსება, ოზურგეთში რეგისტრირებული იმ პირებისა, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0- დან 150001- მდეა (200 ლარამდე კვლევები დაფინანსდება 90%-იანი თანაგადახდით, 200 ლარის ზემოთ ღირებულების კვლევები დაფინანსდება 50%-ით არაუმეტეს 500 ლარისა).
5. ბენეფიციარებს, რომელთაც აღნიშნული კვლევები მთლიანად ან ნაწილობრივ უფინანსდებათ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ან რომელიმე სადაზღვევო კომპანიის მიერ, კარგავენ ამ მუხლით სარგებლობის უფლებას.
|
|
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
|
|
ხელმისაწვდომია ბენეფიციარებისთვის ძვირადღირებული კვლევების ჩატარება
|
|
პროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
|
0602
|
|
პროგრამის დასახელება:
|
სოციალური მხარდაჭერის პროგრამა
|
|
პროგრამის განმახორციელებელი:
|
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
|
|
პროგრამის განხორციელების პერიოდი:
|
2022-2025 წწ.
|
|
სულ პროგრამის ბიუჯეტი: 984 000 ლარი
|
|
პროგრამის მიზანი
|
|
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა კატეგორიის მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა
|
|
პროგრამის აღწერა
|
|
პროგრამის ფარგლებში არსებული 13 ქვეპროგრამით მოხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მძიმე სოციალური მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების დახმარება. მოსახლეობის სხვადასხვა ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხელშეწყობა და სხვა სოციალური ღონისძიებების განხორციელება.
|
|
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
|
|
მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობა უზრუნველყოფილია ფინანსური დახმარებითა და სოციალური სერვისებით
|
|
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
|
060201
|
|
ქვეპროგრამის დასახელება:
|
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
|
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
|
|
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
|
2022 წელი
|
|
მუნიციპალური ბიუჯეტი
|
60 000
|
|
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
|
60 000
|
|
ქვეპროგრამის მიზანი
|
|
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2022 წლის 1 იანვრისთვის რეგისტირებულ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 100000-დან და 150 001-მდე, ყოველთვიურად დახმარება გაეწევა თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით წერილობითი მომართვიანობის საფუძველზე. ოთხშვილიან ოჯახს ერთ-ერთი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებისას ეხსნება დახმარება და ხდება ჩანაცვლება მომლოდინეთა სიიდან. ყოველწლიურად მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარებების გაცემა ხდება ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. დახმარება გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით. სახელმწიფო სოციალური პროგრამით უზრუნველყოფილი არიან სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები ფინანსური მხარდაჭერით. თუმცა, ეს პროგრამა ვრცელდება მხოლოდ 0-დან 100000 სარეიტინგო ქულამდე. შესაბამისად, მუნიციპალიტეტში შექმნილი მძიმე სიოციალური ფონი გათვალისწინებით მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე.
|
|
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
|
|
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები ხელშეწყობილი არიან საბაზისო ფინანსური რესურსით
|
|
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
|
060202
|
|
ქვეპროგრამის დასახელება:
|
დღის ცენტრის დაფინანსება
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
|
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
|
|
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
|
2022 წელი
|
|
მუნიციპალური ბიუჯეტი
|
45 000
|
|
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
|
45 000
|
|
ქვეპროგრამის მიზანი
|
|
დღის ცენტრის ბენეფიციარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირების ცხოვრების გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მიზნით დახმარება
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ დღის ცენტრის მომსახურებით.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ კომუნალური ხარჯების დაფარვაში დახმარება.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მომავლის სხივის“ დაფინანსება ყოველთვიურად ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 150 ლარისა, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ერთ ბენეფიციარზე გათვლილი გაწეული მომსახურების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად.
სოციალური საცხოვრისის (ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლი) მობინადრეთა მიერ გახარჯული ბუნებრივი აირის თანხის ანაზღაურება, წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე, თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებელთან, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.
|
|
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
|
|
დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის უზრუნველყოფილია მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობები
|
|
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
|
060203
|
|
ქვეპროგრამის დასახელება:
|
დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარება
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
|
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
|
|
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
|
2022 წელი
|
|
მუნიციპალური ბიუჯეტი
|
15 000
|
|
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
|
15 000
|
|
ქვეპროგრამის მიზანი
|
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ფინანსური მხარდაჭერა
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
|
ქვეპროგრამა გულისხმობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარებას. ბენეფიციარებისათვის წელიწადში 4-ჯერ (კვარტალში ერთხელ) მატერიალურ დახმარებას, თითოეულ ჯერზე 400 ლარის ოდენობით.
|
|
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
|
|
დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვები უზრუნველყოფილი არიან ერთჯერადი ფინანსური დახმარებით
|
|
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
|
060204
|
|
ქვეპროგრამის დასახელება:
|
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
|
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
|
|
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
|
2022 წელი
|
|
მუნიციპალური ბიუჯეტი
|
215 000
|
|
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
|
215 000
|
|
ქვეპროგრამის მიზანი
|
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დახმარება
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
|
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წელს გადაცილებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დაფინანსებას (თვის განმავლობაში არაუმეტეს 25 ბენეფიციარისა), რომლებიც სარგებლობენ საქველომოქმედო ასოციაცია „გურიას“, არაკომერციული-ჰუმანიტარული ორგანიზაციის „დღის ცენტრის“ მომსახურებით. კერძოდ:
ა) ბენეფიციართა „დღის ცენტრში“ ტრანსპორტირებას;
ბ) ბენეფიცირთა ყოველდღიურ მომსახურებას კვებით;
გ) ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
დ) ბენეფიციართა სანიტარიულ-ჰიგიენური და ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას;
ე) ზაფხულის სეზონზე ბენეფიციარებისათვის სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას.
2. დღის ცენტრი (საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურია“), არაკომერციული-ჰუმანიტარული ორგანიზაციის დაფინანსება ყოველთვიურად არაუმეტეს 250 ლარისა ერთ ბენეფიციარზე, ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად.
|
|
3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (I ჯგუფი, მხოლოდ მხედველობით შშმ პირები და მხედველობით შშმ ბავშვები), უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად ფულადი დახმარებით 250 ლარის ოდენობით;
4. მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს წლის განმავლობაში ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით (II ჯგუფი, მხოლოდ მხედველობით შშმ პირები, მხედველობით შშმ ბავშვები) .
5. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (გარდა მხედველობით შშმ პირებისა და მხედველობით შშმ ბავშვებისა), ასევე შშმ ბავშვებს, უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად ფინანსური დახმარებით, 100 ლარის ოდენობით.
6. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, რომელთაც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისმკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაზლებლობის) სტატუსი, უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად ფინანსური დახმარებით, 120 ლარის ოდენობით (კომუნალური სუბსიდირება), უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის პირად ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
|
|
7. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირების ცხოვრების გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მიზნით დახმარება (წლის განმავლობაში არაუმეტეს 50000 ლარი), კერძოდ:
ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შშმ პირებისათვის სპეციალური ინვენტარის ან დამხმარე საშუალებების შეძენა ან სხვა;
ბ) შშმ პირებს, რომელთა ასაკი 6-დან 18 წლამდეა და რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 200001-მდეა, შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ დახმარება (საჭიროების შემთხვევაში) ჰიგიენური საშუალებების (პამპერსი, თვეში არაუმეტეს 60 ლარისა) შესაძენად, უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებაში, (შესაძლებელია განმცხადებელმა ერთდროულად გააკეთოს მთელი წლის მოთხოვნა).
გ) (ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირებისათვის) წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება (ურთიერთშეთანხმებით, თანადაფინანსების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას, დააფინანსოს თანაგადახდის არაუმეტეს 80%);
დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ბენეფიციარებისათვის, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაში (ან სხვა სარეაბილიტაციო პროგრამებში (0-18 მდე)) ჩართული ბენეფიციარებისთვის სერვისის მისაღებად ტრანსპორტირების ხარჯების (სრული ან ნაწილობრივი) ანაზღაურებაში ფინანსური (უნაღდო ანგარიშსწორებით) დახმარება (შესაბამისი სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს დაფინანსებული ტრანსპორტირების შესაბამისი ვიზიტების დამადასტრურებელი დოკუმენტი ბენეფიციარისგან).
|
|
8. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ან სხვა ფსიქოლოგიური აშლილობის) მქონე ბავშვებს (7-18 წლამდე, გამონაკლის შემთხვევაში 0-დან 7 წლამდე), რომლებიც ჩართული არიან ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში, უფლება აქვთ მიიღონ ყოველთვიური დახმარება, (საჭიროების შემთხვევაში - ყოველთვიურად წლის განმავლობაში) მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში შემდეგი ოდენობით (შესაბამისი სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს დაფინანსებული სეანსების შესაბამისი ვიზიტების და თანაგადახდის დამადასტრურებელი დოკუმენტი ბენეფიციარისგან):
ა) ბავშვები, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 70001-მდეა, მიიღებენ 90%-იან თანაგადახდას (თვეში 20 სეანსი) არაუმეტეს 360 ლარისა;
ბ) ბავშვები, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 70000-დან 150001-მდეა, მიიღებენ 70%-იან თანაგადახდას (თვეში 20 სეანსი) არაუმეტეს 280 ლარისა;
გ) ბავშვები, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 150000-დან 250001-მდეა, მიიღებენ 50%-იან თანაგადახდას (თვეში 20 სეანსი) არაუმეტეს 200 ლარისა.
|
|
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
|
|
უზრუნველყოფილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ფინანსური დახმარება
|
|
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
|
060205
|
|
ქვეპროგრამის დასახელება:
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა დახმარება
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
|
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
|
|
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
|
2022 წელი
|
|
მუნიციპალური ბიუჯეტი
|
14 000
|
|
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
|
14 000
|
|
ქვეპროგრამის მიზანი
|
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა დახმარება
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
|
1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის მიზნით დახმარების გაწევას 200 ლარის ოდენობით. 2. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯებისათვის, გარდაცვლილის ოჯახის ფინანსურ დახმარებას 250 ლარის ოდენობით.
|
|
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
|
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირები უზრუნველყოფილი არიან ფინანსური დახმარებით
|
|
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
|
060206
|
|
ქვეპროგრამის დასახელება:
|
სარიტუალო დახმარება
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
|
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
|
|
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
|
2022 წელი
|
|
მუნიციპალური ბიუჯეტი
|
65 000
|
|
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
|
65 000
|
|
ქვეპროგრამის მიზანი
|
|
სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურების თანადაფინანსება
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
|
1. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით.
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ გარდაცვლილის ოჯახი სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 150001-მდეა, გარდაცვლილის ოჯახს უფლება აქვს სარიტუალო ხარჯების გასაწევად მიიღოს ერთჯერადი დახმარება 250 ლარის ოდენობით, (იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა როცა გარდაცვლილის ოჯახს სარეიტინგო ქულა ახალი შეჩერებული აქვს).
3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უჭირისუფლო (უპატრონო) მიცვალებულის, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა, სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება ხდება არაუმეტეს 500 ლარისა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
|
|
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
|
|
სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახები უზრუნველყოფილი არიან სარიტუალო მომსახურების დაფინანსებით
|
|
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
|
060207
|
|
ქვეპროგრამის დასახელება:
|
ოფიციალურად დადგენილი დღეების აღნიშვნასთან დაკავშირებით სოციალური მხარდაჭერა
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
|
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
|
|
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
|
2022 წელი
|
|
მუნიციპალური ბიუჯეტი
|
11 000
|
|
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
|
11 000
|
|
ქვეპროგრამის მიზანი
|
|
პროგრამის მიზანია საქართველოში ოფიციალურად დადგენილი დღეების (3-8 მარტი, 9 აპრილი, 9 მაისი, 8 აგვისტო, 27 სექტემბერი, 3 დეკემბერი ) აღნიშვნა.
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
|
საქართველოში ოფიციალურად დადგენილი დღეების (3-8 მარტი, 9 აპრილი, 9 მაისი, 8 აგვისტო, 27 სექტემბერი, 3 დეკემბერი ) აღნიშვნას, თაიგულების შეძენას, ბენეფიციარების ფულად დახმარებას.
|
|
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
|
|
ოფიციალურად დადგენილი დღეების აღსანიშნავად მხარდაჭერილი არიან სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები
|
|
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
|
060208
|
|
ქვეპროგრამის დასახელება:
|
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
|
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
|
|
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
|
2022 წელი
|
|
მუნიციპალური ბიუჯეტი
|
270 000
|
|
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
|
270 000
|
|
ქვეპროგრამის მიზანი
|
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახების მხარდაჭერა
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
|
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს, ეძლევათ საშუალება მიიღონ დახმარება, კერძოდ:
ა) მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს (რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 200001-მდეა), საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ეძლევათ საშუალება მიიღონ მატერიალური (გამონაკლის შემთხვევაში ფინანსური) დახმარება საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად;
ბ) თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ოჯახებს ეძლევათ საშუალება მიიღონ დახმარება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაში (სოციალური საცხოვრისი, საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფა (ნაწილობრივ ან მთლიანად)), ასევე საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივი ან სრული შეძენა;
გ) გამონაკლის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფი განიხილავს განსაკუთრებულ მდგომარეობებს (ხანძარი ან სხვა);
დ) გაწეული დახმარების ოდენობა ვარიაბელურია, მაგრამ ერთეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს 10000 ლარს. განსაკუთრებულ შემთხვევებში დახმარების ოდენობას განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფი. ე) ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირებს, რომელთაც არ აქვთ თავშესაფარი
|
|
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
|
|
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახები სრულად ან ნაწილობრივ არიან უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ბინის ქირით
|
|
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
|
060209
|
|
ქვეპროგრამის დასახელება:
|
მზრუნველობამოკლებულთა ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
|
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
|
|
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
|
2022 წელი
|
|
მუნიციპალური ბიუჯეტი
|
165 000
|
|
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
|
165 000
|
|
ქვეპროგრამის მიზანი
|
|
მზრუნველობამოკლებულთა ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეჭირვებული მოსახლეობის, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 200 001-მდეა (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა) დახმარების მიზნით ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტში 2021 წელს კვებით უზრუნველყოფაზე განცხადებით მომართა 180 -მა ბენეფიციარმა, შესაბამისად ყველა განცხადება დაკმაყოფილებულია
|
|
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
|
|
მზრუნველობამოკლებული მოქალაქეები ყოველდღიურად არიან უზრუნველყოფილი ერთჯერადი კვებით
|
|
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
|
060210
|
|
ქვეპროგრამის დასახელება:
|
სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების თანადაფინანსება
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
|
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
|
|
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
|
2022 წელი
|
|
მუნიციპალური ბიუჯეტი
|
24 000
|
|
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
|
24 000
|
|
ქვეპროგრამის მიზანი
|
|
ხანდაზმულთა სახლის კომუნალური სერვისების გადასახადების დაფინანსების უზრუნველყოფა და შინმოვლის პროგრამის თანადაფინანსება
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
|
1. ხანდაზმულთა სახლში ცხოვრობს 52 ბენეფიციარი, აღნიშნული ქვეპროგრამით გამოყოფილი თანხის ფარგლებში მოხდება კომუნალური ხარჯების გადახდა.
ქ. ოზურგეთში, მეცნიერების ქ. №16-ში მდებარე ხანდაზმულთა სახლში მყოფი ბენეფიციარების მომსახურების სუბსიდირებას, ხანდაზმულთა სახლის კომუნალური (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია) გადასახადების დაფინანსებით უზრუნველყოფის სახით.
კომუნალური მომსახურების (ბუნებრივი აირის, ელექტროენერგია) ხარჯების ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
2. ქვეპროგრამიდან დაფინანსდება შინმოვლის პროგრამით გათვალისწინებული ხარჯები, რომელსაც ემსახურება ორგანიზაცია ,,კარიტასი''. პროგრამაში ჩართულია 20 ბენეფიციარი, რომელთაც ბინაზე მისვლით ემსახურება ორგანიზაცია ,,კარიტასი"-ს წარმომადგენლები. პროგრამის ფარგლებში ხდება მათი უზრუნველყოფა სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით და ბინაზე მოვლის მომსახურებით.
|
|
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
|
|
უზრუნველყოფილია ხანდაზმულთა სახლის კომუნალური სერვისების მიწოდება და ხელშეწყობილია შინმოვლის პროგრამა
|
|
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
|
060211
|
|
ქვეპროგრამის დასახელება:
|
სოციალურად შეჭირვებული ოჯახებში ახალშობილის (0-დან 1 წლამდე) მოვლისთვის საჭირო საგნებისა და საკვების შეძენისათვის ყოველთვიური დახმარება
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
|
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
|
|
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
|
2022 წელი
|
|
მუნიციპალური ბიუჯეტი
|
70 000
|
|
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
|
70 000
|
|
ქვეპროგრამის მიზანი
|
|
სოციალურად დაუცველი ოჯახების ახალშობილის (0-დან 1 წლამდე) მოვლისთვის საჭირო საგნებისა და საკვების შეძენისთვის ფინანსური დახმარება
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ოჯახებში, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 70001-მდეა, ბავშვის დაბადების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი გამოუყოფს 1200 ლარს (ყოველთვიურად 100 ლარი) 1 წლის განმავლობაში ბავშვის მოვლის საჭირო სხვადასხვა საშუალებების შესაძენად. მოსარგებლეს ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საქონელი გაიტანოს ფარმაცევტული დაწესებულებიდან.
შენიშვნა: დახმარების გაწევა დაიწყება საბუთების წარმოდგენის თვიდან და გაგრძელდება მანამ, სანამ ბავშვის ასაკი მიაღწევს 1 წელს.
|
|
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
|
|
სოციალურად დაუცველი ოჯახები უზრუნველყოფილი არიან ახალშობილის (0-დან 1 წლამდე) მოვლისთვის საჭირო ფინანსური დახმარებით
|
|
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
|
060212
|
|
ქვეპროგრამის დასახელება:
|
ძალადობის მსხვერპლის სტატუსი მქონე პირთა ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერა
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
|
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
|
|
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
|
2022 წელი
|
|
მუნიციპალური ბიუჯეტი
|
10 000
|
|
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
|
10 000
|
|
ქვეპროგრამის მიზანი
|
|
ქვეპროგრამის მიზანია ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირების მხარდაჭერა
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
|
გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვით განსაზღვრულია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის პროგრამის შემუშავება; კერძოდ, 3.2. მიზანის მიხედვით, დაგეგმილია და გატარებულია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციული ღონისძიებები. ხოლო ამოცანა 3.2.3. კი ითვალისწინებს, რომ შემუშავებულია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთათვის/ სავარაუდო მსხვერპლთათვის დახმარების პროგრამა. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ან მცხოვრებ ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირებს გაუწიოს ერთჯერადი დახმარება ფულადი ფორმით 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
|
|
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
|
|
ძალადობის მსხვერპლის სტატუსი მქონე პირები უზრუნველყოფილი არიან ერთჯერადი ფინანსური დახმარებით
|
|
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
|
სოციალური მხარდაჭერის პროგრამა
|
|
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
|
060213
|
|
ქვეპროგრამის დასახელება:
|
სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსება
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
|
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
|
|
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
|
2022 წელი
|
|
მუნიციპალური ბიუჯეტი
|
20 000
|
|
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
|
20 000
|
|
ქვეპროგრამის მიზანი
|
|
ქვეპროგრამა მიზნად ისახავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ზრუნვის სისტემიდან გასული პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარჩენალდაკარგული პირები, მარტოხელა მშობლები, ახალგაზრდები, მარტოხელა ხანდაზმული პირები, ოჯახური პირობების გამო, დიდი ხნის მანძილზე დაუსაქმებელი დიასახლისები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები და ა. შ.) ჩართულობას სოციალური მიზნების მქონე სხვადასხვა პროექტებში, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობას.
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
|
ქვეპროგრამა განხორციელდება თანადაფინანსების სახით, წარმოდგენილი პროექტის საერთო ღირებულების არა უმეტეს 30%-ის ოდენობით. ქვეპროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანადაფინანსებას მიიღებს ყველა ის ორგანიზაცია (საბიუჯეტო (მაგალითად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ბიბლიოთეკა, სკოლა და ა.შ.), არასამთავრობო, სათემო ორგანიზაცია / ცენტრი, სოციალური საწარმო და სხვ.) (შემდგომში - „ორგანიზაცია“), რომელიც, საკუთარი სახსრებით ან დონორი ორგანიზაციებიდან გრანტის მიღების გზით, მოახდენს წილობრივ დაფინანსებას და, პროექტის განხორციელებით, ხელს შეუწყობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. წარმოდგენილი პროექტები შეირჩევა მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ, ამ კომისიის დებულების შესაბამისად; კომისიის შემადგენლობასა და დებულებას ბრძანებით ამტკიცებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი. თანადაფინანსების გაცემა განხორციელდება ორგანიზაციასა და მუნიციპალიტეტს შორის შესაბამისი თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ანაზღაურება მოხდება ორგანიზაციის მიერ სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (მაგალითად: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, შესაბამისი ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ.) წარმოდგენის შემთხვევაში. გარდა ამისა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების განყოფილების მიერ ორგანიზაციიდან წარმოდგენილი განცხადების და პროექტის ხარჯთაღრიცხვის განხილვისა და მოწონების საფუძველზე, გასცეს ადმინისტრაციული დაპირება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანადაფინანსების განხორციელების შესახებ.
|
|
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
|
|
სოციალური საწარმოების სექტორის განვითარების ხელშეწყობის გზით სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური გაძლიერება.
პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა და მათი ადაპტაცია არსებულ გარემოში;
|
|