ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.12.2021
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.121.016443
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი | ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 06.03.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წვრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსლების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2021 წლის 29 დეკემბერი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 156-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის №82 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13.03.2018 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.121.016310).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი
დანართი №1
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
ეს წესი განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების (შემდგომში – საკრებულოს წევრის ხარჯები) ზღვრულ ოდენობას, მისი ანაზღაურების წესსა და პირობებს.
მუხლი 1🔗. საკრებულოს წევრის ხარჯების ზღვრული ოდენობა
1. საკრებულოს წევრის ხარჯების ზღვრული ოდენობა არ აღემატება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს და ანაზღაურდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თვეში არაუმეტეს 675 (ექვსასსამოცდათხუთმეტი) ლარისა.
მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრის ხარჯების სახეები
1. საკრებულოს წევრს, გარდა საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირისა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ წესის პირველ მუხლში მოცემული ზღვრული ოდენობის ფარგლებში აუნაზღაურდება ის ხარჯები, რომელიც მან გასწია საკრებულოს სხდომების, კომისიების და ფრაქციების მუშაობაში მონაწილეობისათვის. ასევე ის გონივრული მატერიალური ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდა საკრებულოს წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების (საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, დადგენილების პროექტის ინიციირება, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა, მოქალაქეთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა, ანგარიშის საჯარო განხილვა, მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედ, დროებით კომისიებში, საბჭოებსა თუ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა) განხორციელებისას.
2. საკრებულოს წევრის ხარჯების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებზე საკრებულოს წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები, რაც დასტურდება შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერით ან/და სარეგისტრაციო ფურცლით. მხედველობაში ასევე მიიღება საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმები, აგრეთვე ხარჯების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები (ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი, ქვითარი და ა.შ.).
3. საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.
4. საკრებულოს წევრის ხარჯების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრის ხარჯების გაანგარიშების წესი
1. საკრებულოს წევრს მის მიერ გაწეული ხარჯის კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის შეუძლია საკრებულოს აპარატში წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ან/და ამომრჩევლებთან შეხვედრის საოქმო ჩანაწერთან ერთად, არაუგვიანეს ყოველი თვის 1 რიცხვისა.
2. საკრებულოს აპარატის უფროსი საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საკრებულოსა და საკრებულოს ორგანოების სხდომებზე დასწრების ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე ადგენს მოხსენებით ბარათს და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს არაუგვიანეს ყოველი თვის 3 რიცხვისა. საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების საკითხი შეიტანება საკრებულოს ყოველი მორიგი სხდომის დღის წესრიგში.
3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების შესახებ, საკრებულოს წევრების მიერ გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობის მითითებით, მიიღება საკრებულოს განკარგულებით, რომელიც მიღებისთანავე ეგზავნება ვანის მუნიციპალიტეტის მერიას.
4. მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას საკრებულოს განკარგულების გამოცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის 4-ე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშზე.