მუხლი 26🔗

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის  ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ და ეკონომიკურ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის 6-ე პუნქტის  და ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. მუნიციპალიტეტის  წლიურ ბიუჯეტში ცვლილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური, განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget)