ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 73,0 ათ ლარი.
ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 66,0 ლარი.
გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა
ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1,0 ლარი.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
დ) საქართველოს მთავრობის 2021 წლის 04 თებერვლის №147 განკარგულებითა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით 532,7 ათ. ლარი.
ე) საქართველოს მთავრობის 2021 წლის 04 თებერვლის №147 განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 61,2 ათ. ლარ