საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონების მოსარგებლეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
მიღების თარიღი 27.12.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №81
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016646
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ღია კაფეს მოწყობის მიზნით გადაცემული მიწის ნაკვეთების მოიჯარეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონების მოსარგებლეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №81
2021 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოში
ახალი
კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონების მოსარგებლეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 75-ე მუხლის „დ.ვ“ და „დ.ზ“ ქვეპუნქტების, 1272 და 1633 მუხლების, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-78 დადგენილებით დამტკიცებული მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ასევე, „იზოლაციის და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების გათვალისწინებით, ასევე, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონების მოსარგებლეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 30 ივნისის №21.908.1019 განკარგულების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ეკონომიკური საქმიანობის მიზნით, აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონების (გარდა ღია კაფეს განთავსების მიზნით გადაცემული ქონებისა) მიმღებთათვის (შემდგომში – „მოსარგებლე“) 2021 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე სარგებლობის ქირა შეიცვალოს და განისაზღვროს 0 (ნული) ლარის ოდენობით, გარდა ამ განკარგულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მოსარგებლეს, რომელმაც 2021 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე ფაქტობრივად გადაიხადა/გადაიხდის სარგებლობის ქირას/ქირის ნაწილს, ან/და ამავე პერიოდზე სარგებლობის ქირის გადაუხდელობის გამო დარიცხულ პირგასამტეხლოს, გადახდილი ქირა/ქირის ნაწილი/პირგასამტეხლო ჩაეთვალოს მომავალი გადაუხდელი პერიოდის სარგებლობის ქირის ანგარიშში (ასეთის არსებობის შემთხევაში), გადახდილი პერიოდის პროპორციულად.
3. მოსარგებლეს, რომელსაც გადახდილი აქვს 2021 წლის 1 თებერვლიდან პერიოდზე სარგებლობის ქირა/ქირის ნაწილი და სარგებლობის ხელშეკრულების ვადა იწურება 2023 წლის 1 იანვრამდე, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დარჩენილ გადაუხდელ პერიოდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სარგებლობის ქირა შეეცვალოს და განესაზღვროს 0 (ნული) ლარის ოდენობით.
4. მოსარგებლეს, რომელსაც გადაუხდელი აქვს 2021 წლის 1 თებერვლიდან პერიოდზე საიჯარო ქირა/ქირის ნაწილი და სარგებლობის ხელშეკრულება შეუწყდა/ვადა ამოეწურა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 30 ივნისის №21.908.1019 გამოცემის მომენტამდე, 2021 წლის 1 თებერვლიდან შესაბამისი ხელშეკრულების შეწყვეტამდე/ვადის ამოწურვამდე გადაუხდელ პერიოდზე საიჯარო ქირა შეეცვალოს და განესაზღვროს 0 (ნული) ლარის ოდენობით და გათავისუფლდეს შესაბამისი პირგასამტეხლოსგან.
5. გადახდილი სარგებლობის ქირა და პირგასამტეხლო არ ექვემდებარება დაბრუნებას.
6. მიეცეს თანხმობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორცილების მიზნით, გაათავისუფლოს მოსარგებლეები, შესაბამისი სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარგებლობის საფასურის გადაუხდელობის გამო, დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან, 2021 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე.
7. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ხელშემწყობი ღონისძიებები აისახოს იმ ქვემოსარგებლეებზე, რომელთაც უძრავი ქონება სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვთ ამ განკარგულებით გათვალისწინებული მოსარგებლეებისგან, პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით, შესაბამის მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე;
8. წინამდებარე განკარგულების 1-7 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება:
ა)„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კომერციულ ბანკებზე საბანკო საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაცემული უძრავი ქონების ნაწილში, გარდა ე.წ. სწრაფი გადახდის აპარატის განსათავსებლად გადაცემული უძრავი ქონებისა;
ბ) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებზე საკომუნიკაციო ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის მიზნით გადაცემული უძრავი ქონების ნაწილში;
გ) „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ლიცენზიატებზე, გარდა ელექტროსადგურის მწარმოებელი პირებისა, ამავე კანონით განსაზღვრული ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის მიზნით გადაცემული უძრავი ქონების ნაწილში;
დ) იმ მოსარგებლეებზე, რომელთაც უძრავი ქონება გადაეცათ პირდაპირ ან ირიბად მასზე გარე რეკლამის განთავსების მიზნით.
ე) იმ მოსარგებლეებზე, რომელთაც უძრავი ქონების სარგებლობის ქირა განსაზღვრული აქვთ არაფიქსირებული ოდენობით (შემოსავლის პროცენტით).
9. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ხელშემწყობი ღონისძიებები ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 30 ივნისის №21.908.1019 განკარგულების გამოცემის მომენტისათვის მოქმედ, ასევე, ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის ხელშეკრულებებზე.
10. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე