„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№809
სარეგისტრაციო კოდი
010320030.22.027.017300
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №809

2022 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320030.22.027.017072) დამტკიცებული წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. წესის მე-3 მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსამსახურეს უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს სამსახურის გენერალური დირექტორი, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა. მოსამსახურეს უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი), ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.

5. სამსახურის გენერალურ დირექტორს და მის მოადგილეებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს მინისტრი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. მოსამსახურეს შესაძლოა ვადამდე მიენიჭოს საშუალო და უფროსი სპეციალური წოდება. მოსამსახურეს სპეციალურ წოდებას ვადამდე ანიჭებს მინისტრი.“;

გ) მე-11-მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ბრძანების (გარდა სამსახურის გენერალური დირექტორისათვის სპეციალური წოდების მინიჭების ბრძანებისა) პროექტებს მოსამსახურეთათვის საშუალო და უფროსი სპეციალური წოდების მინიჭების, მათ შორის, სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების, თაობაზე თან ერთვის სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – წარდგინება (დანართი №1) ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერებით.

12. წარდგინებას (გარდა სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილისათვის სპეციალური წოდების მინიჭებასთან (მათ შორის, ვადამდე მინიჭებასთან) დაკავშირებული წარდგინებისა) ავსებს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო და მინისტრის ბრძანების პროექტის შემთხვევაში ეგზავნება სამინისტროს. სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილისათვის სპეციალური წოდების მინიჭებასთან (მათ შორის, ვადამდე მინიჭებასთან) დაკავშირებით წარდგინებას ავსებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი. წარდგინებას ხელს აწერს:

ა) სამსახურის გენერალური დირექტორი, თუ წარდგინება ეგზავნება სამინისტროს;

ბ) სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე/მოადგილე, თუ სპეციალური წოდების მისანიჭებლად წარსადგენი მოსამსახურე საქმიანობას ახორციელებს მის საკურატორო ქვედანაყოფში;

გ) სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი, თუ სპეციალური წოდების მისანიჭებლად წარსადგენი მოსამსახურე საქმიანობას ახორციელებს პენიტენციურ დეპარტამენტში/დაწესებულებაში.

13. სამსახურის გენერალური დირექტორისათვის სპეციალური წოდების მინიჭების (მათ შორის, ვადამდე მინიჭების) თაობაზე მინისტრის ბრძანების პროექტს თან ერთვის სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – ინფორმაცია (დანართი №2), რომელსაც ავსებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.“.

2. წესის №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე
📎 დანართები (1)
danarti.doc DOC

დანართი №1

თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდება:

_________________________________________________________________________

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანების დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების შესაბამისად,

წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა

სპეციალური წოდების______________________________________________________ მისანიჭებლად

სახელი, გვარი ________________________________________________________

დაკავებული თანამდებობა _____________________________________________

დაბადების წელი ________________________________________________________

განათლება ______________________________________________________________

(როდის და რომელი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა)

მინიჭებული წოდება _____________________________________________________

_________________________________________________________________________

მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების საფუძველი ___________________________________

ნ ა მ ს ა ხ უ რ ო ბ ი ს   ნ უ ს ხ ა

|როდიდან (რიცხვი, თვე |როდემდე |თანამდებობის დასახელება, ორგანო, დაწესებულება |

|და წელი) |(რიცხვი, თვე და წელი) | |

| | | |

| | | |

| | | |

უფლებამოსილი თანამდებობის პირი: ____________________________

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი:

შემსრულებელი:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ________________

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი:

(სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილის წარდგინების შემთხვევაში)

შემსრულებელი:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ____________

(სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილის წარდგინების შემთხვევაში)

დანართი №2

თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდება:

იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად,

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

სპეციალური წოდების______________________________________________________ მისანიჭებლად

სახელი, გვარი ________________________________________________________

დაკავებული თანამდებობა: სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი

დაბადების წელი ________________________________________________________

განათლება ______________________________________________________________

(როდის და რომელი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა)

მინიჭებული წოდება _____________________________________________________

_________________________________________________________________________

მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების საფუძველი ___________________________________

ნ ა მ ს ა ხ უ რ ო ბ ი ს   ნ უ ს ხ ა

| | | |

|როდიდან (რიცხვი, თვე |როდემდე | |

|და წელი) |(რიცხვი, თვე და წელი) |თანამდებობის დასახელება, ორგანო, დაწესებულება |