„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№633
სარეგისტრაციო კოდი
470000000.10.003.023189
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №633

2021 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 470000000.10.003.022551) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, ულებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3​ ​​​​​1 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები“.“.

2. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

მუხლი 812022 წლის სახელმწიფო პროგრამების ამოქმედებამდე, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 15 იანვრამდე უწყვეტად გაგრძელდეს 2021 წელს დადებული ხელშეკრულებები იმავე მიმწოდებლებთან. ამასთან:

ა) ხელშეკრულებების ღირებულების მოცულობა განისაზღვროს 2021 წლის ხელშეკრულებით განსაზღვრული თვის ლიმიტიდან (დეკემბრის ლიმიტის არსებობისას – დეკემბრის ლიმიტის ოდენობით) გასაგრძელებელი ხელშეკრულების მოქმედების დღეების გათვალისწინებით;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული თვის ლიმიტი, გასაგრძელებელი ხელშეკრულების მოქმედების დღეების შესაბამისი ღირებულების განსაზღვრისთვის, თვის ლიმიტი გაითვალოს 2021  წლის ხელშეკრულების საერთო ღირებულების გაყოფით 2021 წელს ამ ხელშეკრულების მოქმედების თვეების რაოდენობაზე;

გ) შენარჩუნებულ იქნეს სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით დაფინანსებული პროგრამის/კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში დარეგისტრირებული მიმწოდებლების რეგისტრაციის სტატუსი. ამასთან, ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია და მიმწოდებლის რეგისტრაციის სტატუსის ცვლილება განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით;

დ) 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 15 იანვრამდე უწყვეტად გაგრძელებულ ხელშეკრულებებზე არ გავრცელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ამავე წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 1​​1 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები;

ე) 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 15 იანვრამდე გაგრძელებული ხელშეკრულებების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში.“.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. დადგენილება მოქმედებს 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 15 იანვრამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი