„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
170050000.10.003.023223
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/01/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №16

2022 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 170050000.10.003.016667) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დადგენილი წესების:

1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. 2025 წლის 1 იანვრამდე საზღაურის გადახდისგან თავისუფლდება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში და მიზნებისათვის განსახორციელებელი შემდეგი სანოტარო მოქმედებები:

ა) ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;

ბ) სანოტარო შეთანხმების გაფორმება მედიაციის განხორციელების თაობაზე;

გ) სანოტარო მედიაციის პროცესი;

დ) მორიგების აქტი;

ე) მედიატორის ოქმზე მხარეებისა და მედიატორის ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება.“.

2. 39- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონულ სანოტარო რეესტრში სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის (გარდა დოკუმენტის ასლის დედანთან სისწორის დამოწმების რეგისტრაციისა) საფასურია 2.0 ლარი. 2025 წლის 1 იანვრამდე საფასურის გადახდისგან თავისუფლდება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში და მიზნებისათვის განსახორციელებელი ამ წესის მე-3 მუხლის  მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედებების რეგისტრაცია.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი