„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №373 |
|
2016 წლის 28 ივლისი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მოქმედების სფერო
სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობები, მათი გადახდევინების წესი და მომსახურების ვადები (შემდგომში – წესი) ადგენს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის, აგრეთვე ამ მოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის განკუთვნილი საზღაურის ოდენობას, მომსახურების ვადებს, საზღაურის გადახდისაგან გათავისუფლებისა და საზღაურის გადახდევინების წესს, აგრეთვე საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის განკუთვნილი საფასურის ოდენობას, მომსახურების ვადებს და საფასურის გადახდევინების წესს.“.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. საზღაურის გადახდისგან თავისუფლდება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში და მიზნებისათვის განსახორციელებელი შემდეგი სანოტარო მოქმედებები:
ა) ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;
ბ) სანოტარო შეთანხმების გაფორმება მედიაციის განხორციელების თაობაზე;
გ) სანოტარო მედიაციის პროცესი;
დ) მორიგების აქტი;
ე) მედიაციის შეთანხმებასა და მედიატორის ოქმზე მხარეებისა და მედიატორის ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება.“.
3. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ელექტრონულ სანოტარო რეესტრში სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის (გარდა დოკუმენტის ასლის დედანთან სისწორის დამოწმების რეგისტრაციისა) საფასურია 2.0 ლარი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით). საფასურის გადახდისგან თავისუფლდება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში და მიზნებისათვის განსახორციელებელი ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედებების რეგისტრაცია.“.
|