,,ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთნ დკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.01.2022
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010040000.35.150.016172
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/01/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.01.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი | ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.03.2018
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წვრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსლების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
,,ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთნ დკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2022 წლის 21 იანვარი
სოფ. წეროვანი
,,ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთნ დკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი“-ს მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი თანდართული ფორმით (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთნ დკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 მარტის N6 დადგენილება (matsne.gov.ge, 13.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010040000.35.150.016140).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი
დანართი №1
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომებში და საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მიღებისათვის ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების პირობებს.
მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ზღვრული ნორმა
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომების და კომისიის სხდომების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის , ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ოდენობა თითოეულ წევრზე განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად.
მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებსა და კომისიის სხდომების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების მე-2 მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი თანხა გაიცეს საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს სხდომებსა და საკრებულოს კომისიის სხდომებზე, საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი წარადგენს ინფორმაციას ყოველი თვის პირველი რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით.
3. საკრებულოს წევრის, საკრებულოს რიგით სხდომებსა და საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით და სატაბელო ფურცლით.
4. საკრებულოს წევრმა საკრებულოს სხდომაზე და კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის ჩატარებამდე უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს. სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.
მუხლი 4🔗. საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს ყოველთვიურად, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.