არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №69 |
|
2022 წლის 15 თებერვალი ქ. თბილისი |
|
ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული თამაშობა;
ბ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი მომგებიანი თამაშობა;
გ) სათამაშო აპარატებში გამოყენებული თამაშობა;
დ) შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმა;
ე) მენეჯმენტსისტემა და მისი შემდეგი თითოეული ფუნქციური კომპონენტი (მოდული):
ე.ა) მომხმარებელთა მართვა (User Management);
ე.ბ) მონაცემთა დაცვა (Data Protection);
ე.გ) სათამაშო აღჭურვილობის მენეჯმენტი (Gaming Equipment Management);
ე.დ) მონაცემთა მიმოცვლა სათამაშო აღჭურვილობასთან (Data Exchange with Gaming Equipment);
ე.ე) მონაცემთა შენახვა და დამუშავება/ანგარიშების შედგენა (Data Storage and Data Processing/Composing of Reports);
ე.ვ) მომხმარებელთა ინტერფეისი (User Interface);
ე.ზ) განგრძობადობის/სანდოობის ღონისძიებები (Reliability Measures);
ე.თ) პროგრესიული მოდული (Progressive Module);
ე.ი) მოთამაშეთა მართვა (Player Management);
ე.კ) ბარათების მართვა (Card Management);
ე.ლ) გაცემული და მიღებული ვაუჩერების მართვა (TiTo Handling);
ე.მ) ჯილდოების მართვა (Prize Management);
ე.ნ) დამატებითი პრომომოქმედებები (Additional Promo-actions);
ე.ო) სალაროს მართვა (Cash Desk Management);
ე.პ) რეგისტრაცია და კონტროლი (Registration and Control);
ე.ჟ) შესაძლებლობები (Features) – სივრცის მონიტორინგი (Floor Monitor), მოვლენათა ანალიზი (Event Analysis), რეალურ დროში ანგარიშგება (Real Time Report), ე. წ. ორმხრივი პრინტერი (Slip Printer);
ე.რ) მართვის რეპორტები (Management Reports);
ე.ს) მიმღების ასისტენტი (CRM);
ე.ტ) სალაროს ასისტენტი (CashDesk Assistant);
ე.უ) პიტების/მენეჯმენტის ასისტენტი (Pit/Management Assistant);
ე.ფ) ადამიანური რესურსების მართვის ასისტენტი (HR);
ვ) სისტემურ-ელექტრონული სათამაშო პლატფორმა და მისი თითოეული კომპონენტი:
ვ.ა) ძირითადი სისტემა (Core სისტემა);
ვ.ბ) შიდა სამართავი პანელი (CORE ბექოფისი);
ვ.გ) სამორინეს ძრავი (Casino Engine);
ვ.დ) საგადახდო მეთოდების სისტემა;
ვ.ე) ანგარიშების მიწოდების სისტემა;
ვ.ვ) ინტეგრაციის მოდული;
ზ) დისტანციური სათამაშო სერვერი;
თ) დისტანციური სათამაშო სისტემა/პლატფორმა;
ი) ტოტალიზატორის სისტემა;
კ) თამაშობის ორგანიზატორის მიერ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ან/და ნებართვის ფარგლებში განხორციელებული/განსახორციელებელი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით საოპერაციო საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული სერვერ(ებ)ი;
ლ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საფუძველზე თამაშობის ორგანიზატორისთვის ან/და საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ პირისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიწოდების მიზნებისთვის გამოსაყენებელი/გამოყენებული სერვერ(ებ)ი;
მ) სერვერები, რომლებზეც ხდება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის შედეგის გამოვლენა;
ნ) სათამაშო აპარატი და მისი შემდეგი თითოეული არსებითი კომპონენტი:
ნ.ა) სათამაშო აპარატის კაბინეტი;
ნ.ბ) ჯეკპოტის პლატფორმა;
ნ.გ) თამაშის ავთენტიფიკაციის ტერმინალის (GAT) პროტოკოლი;
ნ.დ) ლოგიკის დაფა;
ნ.ე) ცენტრალური გადამუშავების ელემენტი (CPU);
ნ.ვ) შემთხვევითი წვდომის მეხსიერება (RAM);
ნ.ზ) გრაფიკის გადამუშავების ელემენტი (GPU);
ნ.თ) მონაცემთა შენახვის საშუალება (EPROM);
ნ.ი) მყარი დისკი;
ნ.კ) მახსოვრობის ბარათი (SD ბარათი);
ნ.ლ) კონტროლერები;
ნ.მ) პერიფერიული მოწყობილობები;
ო) ელექტრონული სამაგიდო თამაშები;
პ) სათამაშო აპარატთან დაკავშირებისა და პროტოკოლების ცვლილების/სათამაშო აპარატის ან/და მისი გამოყენებით მიღებული ინფორმაციის/კონფიგურაციის მართვისთვის გამიზნული ფიზიკური მოწყობილობა (ე. წ. eBox);
ჟ) თამაშის არქიტექტურა;
რ) თამაშის კომბინაციური ხაზები;
ს) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ან/და არსებითი პროდუქციის მომსახურების ორგანიზების ან/და მიწოდებისთვის გამიზნული ვებგვერდის მიწოდება, ვებჰოსტინგი, პროგრამებისა და მოწყობილობების დისტანციური ტექნიკური მომსახურება;
ტ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ან/და არსებითი პროდუქციის მომსახურების ორგანიზების ან/და მიწოდებისთვის გამიზნული პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება;
უ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ორგანიზება, რაც გულისხმობს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების გამოსახულებების, ტექსტების ან/და ინფორმაციის მიწოდებას (მათ შორის, რეალურ დროში (პირდაპირ ეთერში)) ან/და რომელიმე არსებითი პროდუქციის/მომსახურების ნებისმიერი პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ფორმით მიწოდებას, რამაც ნებისმიერი ფორმით შესაძლოა, მოახდინოს ან/და გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მის გარეშე;
ფ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ან/და არსებითი პროდუქციის მომსახურების ორგანიზების ან/და მიწოდების შესახებ პატენტების, ლიცენზიების, საავტორო უფლებების ან სხვა მსგავსი არამატერიალური აქტივის გადაცემა;
ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ან/და არსებითი პროდუქციის მომსახურების ორგანიზების ან/და მიწოდების მომსახურების თანმდევი, დამხმარე მომსახურება, მათ შორის, სერვერებისა და მოწყობილობების ოპერირება;
ღ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ან/და არსებითი პროდუქციის მომსახურების ორგანიზების ან/და მიწოდების მომსახურების მიზნებისთვის სისტემის დისტანციური ადმინისტრირება.
2. არსებით პროდუქციას/მომსახურებას ასევე წარმოადგენს ამ ნუსხის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი არსებითი პროდუქციის/მომსახურების აღწერილი იდენტური შინაარსისა და ფუნქციური დანიშნულების მქონე მოწყობილობა/დანადგარი/მომსახურება, მიუხედავად მწარმოებლის ან/და ნებართვის მფლობელის/მაძიებლის მიერ მითითებული დასახელებისა/ინფორმაციისა.