კლასიფიკაცია

წესი ადგენს ცხოველთა შემდეგ კლასიფიკაციას პატრონაჟის, ზედამხედველობისა და შენახვის თვალსაზრისით, მათი სტატუსის მიხედვით:

ა) პატრონიანი;

ბ) მიკედლებული;

გ) უპატრონო;

დ) უზედამხედველო;

ე) იზოლირებული.

2. ცხოველს პატრონიანის სტატუსი ენიჭება მეპატრონის მიერ წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობებით, ძაღლის რეგისტრაციის მომენტიდან.

3. ცხოველს მიკედლებულის სტატუსი ენიჭება შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის

ფაქტობრივი ზედამხედველობის მომენტიდან.

4. ცხოველს უპატრონოს სტატუსი ენიჭება ცხოველთა თავშესაფარში ძაღლის მიყვანიდან არანაკლებ 10 დღის (ან თავშესაფარის დებულებით გათვალისწინებული პერიოდის) შემდეგ.

5. უზედამხედველოდ ჩაითვლება ცხოველი, რომელიც არ პასუხობს წინამდებარე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებ