პოპულაციის
მართვასა
და
კონტროლზე
უფლებამოსილი
ორგანო
და
მისი
კომპეტენცია
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების და მათი პოპულაციების მართვისა და კონტროლის ორგანიზებას უზრუნველყოფს გურჯაანის, თელავის, ახმეტის, საგარეჯოს, სიღნაღის, ლაგოდეხის, ყვარლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტო“ (შემდგომში, სააგენტო).
2.სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) დასახლებებში ბინადარი უპატრონო - მიუსაფარი შინაური ცხოველების პოპულაციების მართვა, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით;
ბ) მიუსაფარი შინაური ცხოველის დაჭერა, დროებით თავშესაფარში განთავსება და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით;
გ) მიუსაფარ შინაურ ცხოველებზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსება მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან საჭდით („ბირკით“);
დ) საჭიროების შემთხვევაში, სათანადო ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება: ექიმვეტერინარის ან/და კინოლოგის/ფელინოლოგის მიერ ცხოველის ვიზუალური დათვალიერება - დაკვირვება, ცხოველის ბიომასალის (სისხლის, შარდის, ბეწვის და სხვა) ლაბორატორიული კვლევა, მკურნალობა (დეჰელმინთიზაცია, ვაქცინაცია (მათ შორის „კომპლექსური“, „ანტირაბიული“) და სხვა), ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია, ყურის კუპირტება და სხვა) ჩატარება, ცხოველის ევთანაზია;
ე) საჭირეოების შემთხვევაში, დეზინფექციის, დეზინსექციის, დეზაკარიზაციის, და დერატიზაციის ღონისძიებათა განხორციელება;
ვ) ევთანაზირებული ან დაცემული ცხოველის ლეშის გატანა შესაბამის ბიუთერმულ ცხოველთა სამარხში (ბეკარის ორმოში), ცხოველის ლეშის დამარხვისათვის გამოყოფილ სპეციალურ ტერიტორიაზე ან კრემატორიუმში;
ზ) მიუსაფარი შინაური ცხოველის გაჩუქება, მიკედელება, დაინტერესებული პირისათვის დაბრუნება, საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი მოვლა-პატრონობის პირობების კონტროლი;
თ) ზემოთ ჩამოთვლილი ვეტერინალური და სხვა ღონისძიებების გატარების შედგომ, მიზანშეწონილობის შემთხვევაში, ცხოველის (რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს) ბუნებრივ არეალში ან პირვანდელ საცხოვრებელ ტერიტორიაზე დაბრუნება;
ი) საჭიროების შემთხვევაში, მიუსაფარი შინაური ცხოველების ვაქცინაციის ჩატარების უზრუნველყოფა ან სურსათის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიულ ორგანოსთვის მიმართვა მიუსაფარი შინაური ცხოველების ვაქცინაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად;
კ) დამხმარე არაძირითადი საქმიანობის სახით, სხვადასხვა შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით კერძო პირებისათვის მომსახურების გაწევა (შინაურ ცხოველთა ტრანსპორტირება, დროებით მოვლა-პატრონობა, აგრეთვე სააგენტოს წესდების 2.2.4-2.2.6 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება და სხვა) შესაბამისი საფასურით;
ლ) „ა“ პუქტით განსაზღვრული მიზნის ფარგლებში მიუსაფარი შინაურ ცხოველების მართვასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განხორციელებ