კეთილდღეობის

უზრუნველყოფა

1. ცხოველთა კეთილდღეობა მოიცავს მათთვის ფიზიოლოგიური და ეტიოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილებას, ორგანიზმის მოთხოვნათა გათვალისწინებით ვეტერინარული სტანდარტების შესაბამისად.

2. ამ წესის მიზნებისათვის ცხოველთა მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელი საჭიროებები მოიცავენ:

ა)სათანადო კვებასა და დაწყურვებას;

ბ) ცხოველისათვის კეთილსაიმედო გარემოს შექმნას; საძილე ადგილის გამოყოფა - მოწყობას, დათბუნებასა და განათებას საჭიროების შემთხვევაში;

გ) კომპანიონი ცხოველის გასეირნებასა და სათანადო ფიზიკური აქტივობით დატვირთვას;

დ) დროულ და სათანადო სამედიცინო - ვეტერინარულ მომსახურებას;

ე) ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ - ჰიგიენური პირობების შექმნას;

ვ)ცხოველისათვის აუცილებელი შესაბამისი საწვრთნელი საშუალებების ხელმისაწვდომობასა და მათ სოციალიზაციას.

3. დაუშვებელია დამახასიათებელი ჩვეული და ინსტინქტური ქცევის შეზღუდვა, ადამიანებთან და მისივე სახეობის ცხოველებთან ურთიერთობის შეზღუდვა, თუ ასეთი ქცევა საფრთხეს არ უქმნის გარშემომყოფებ