(
არაკომერციული
)
იურიდიული

პირი
„მიუსაფარი

შინაური

ცხოველების

მართვის

კახეთის

ინტერმუნიციპალური

სააგენტო
“

1. ა(ა)იპ „მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტო“ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 21-ე მუხლის და 1061 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილ, წევრობაზე დაფუძნებლ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომელიც იქმნება მუნიციპალიტეტების (გურჯაანი, თელავი, ახმეტა, საგარეჯო, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარლი, დედოფლისწყარო) ერთობლივი საქმიანობის განხორციელების ორგანიზებისათვის;

2. სააგენტოს საქმიანობის მიზანია ადამიანისა და შინაური ცხოველის უსაფრთხო თანაარსებობისათვის მდგრადი გარემოს შექმნა, წევრ მუნიციპალიტეტებში საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლაბამოსილების - უპატრონო (მიუსაფარი) ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა საქართველოს კანონმდებლობისა და სააგენტოს წესდების შესაბამისად, სააგენტოსთვის მინიჭებული ფუნქციების ფარგლებში მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა;

3. სააგენტო წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის მიზნების შესრულებისას მოქმედებს საქართველოს კანონდებლობის, სააგენტოს წევრი მუნიციპალიტეტების შესაბამისის ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს წესდების შესაბამისა