„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 13 მაისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
300280000.16.009.016521
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №4

2022 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 13 მაისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 13 მაისის №9 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 19.05.2021, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016446) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულებაში“  შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-20 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომისია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სხდომა დახურულად გამოაცხადოს. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს კომისია.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ კომისიის სხდომის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მოწვეულ იქნენ მონაწილეობის მისაღებად, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

2. მე-20 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:

მუხლი 201. კომისიის სხდომის დისტანციურად ჩატარება

1კომისიის სხდომა, შესაძლებელია, ჩატარდეს დისტანციურად, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით. კომისიის დისტანციურად ჩატარებულ სხდომაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამსწრე პირების, მათ შორის, კომისიის წევრების ერთდროული აუდიო და ვიდეოკავშირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაძლებელია, კომისიის ერთი ან მეტი წევრი კომისიის სხდომაში მონაწილეობდეს დისტანციურად.

3. დაინტერესებულ მხარეებს კომისიის სხდომის დისტანციურად ჩატარების თაობაზე ეცნობებათ დებულების მე-20 მუხლის მე-3-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესით.

4. კომისიის სხდომის დისტანციურად ჩატარების თაობაზე ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაგზავნილ/გამოქვეყნებულ შეტყობინებასა და ცნობაში ასევე უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო ტექნიკური საშუალება, მისი ჩამოტვირთვის წყარო და გამოყენების წესი;

ბ)  კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ტექნიკური საშუალების გამოსაყენებლად აუცილებელი მონაცემები და ინტერნეტის შესაბამისი ხარისხი/სიჩქარე;

გ) კომისიის სხდომაში დისტანციურად ჩართვის ინსტრუქცია;

დ) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონულად წარდგენის ინსტრუქცია.

5. კომისიის დისტანციურად ჩატარებული სხდომის მონაწილე ვალდებულია, დისტანციური პლატფორმის მეშვეობით ან კომისიის დისტანციურად ჩასატარებელი სხდომის დაწყებამდე, კომისიას წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და, საჭიროების შემთხვევაში, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონული ან მატერიალური ფორმით.

6. სხდომაზე დაინტერესებული მხარის გამოუცხადებლობას უთანაბრდება შემთხვევა, როდესაც, მიუხედავად ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესით შეტყობინების გაგზავნის/ცნობის გამოქვეყნებისა, იგი არ მიიღებს მონაწილეობას კომისიის დისტანციურად ჩატარებულ სხდომაში. ამ შემთხვევაში გამოიყენება დებულების მე-20 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესი.

7. კომისიის დისტანციურად ჩატარებული სხდომა უნდა წარიმართოს კანონითა და დებულებით გათვალისწინებული წესით, მათ შორის, უზრუნველყოფილი უნდა იყოს:

ა) შესაბამისი პროგრამული მხარდაჭერა იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს დაინტერესებულ პირთა დისტანციური ჩართვა, აგრეთვე ადმინისტრაციული წარმოების მონაწილეთა იდენტიფიცირება და მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დადასტურება;

ბ) დაინტერესებული პირების შესაძლებლობა, გამოთქვან საკუთარი აზრი;

გ) სხდომის თავმჯდომარის შესაძლებლობა, უზრუნველყოს წესრიგი სხდომის მიმდინარეობისას, გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – გააძევოს იგი, სიტყვა მისცეს ან ჩამოართვას გამომსვლელს, განუსაზღვროს მას ახსნა-განმარტების ან პასუხის ხანგრძლივობა, შეწყვიტოს სხდომა ან/და გამოაცხადოს შესვენება.

დ) კომისიის წევრის შესაძლებლობა, კომისიის სხდომის მიმდინარეობის ნებისმიერ სტადიაზე გამოთქვას საკუთარი აზრი, გააკეთოს კომენტარი  გამომსვლელის განმარტებებზე და შეკითხვით მიმართოს საქმის განხილვაში მონაწილე პირებს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირის სხდომიდან გაძევება გულისხმობს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით კომისიის დისტანციურად ჩატარებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობის  შეზღუდვას.

9. კომისიის დისტანციურად ჩატარებული სხდომის ოქმი იწარმოება დებულების 22-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

10. კომისიის დისტანციურად ჩატარებული სხდომის ადგილია კომისიის ადმინისტრაციული შენობა.“.

 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია