„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/84
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.024.016729
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/84

2022 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, №117, 31/08/2006 წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22.025.009.162) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) დერეგულირებული ელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან, გარდა ამ მუხლის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა:

კ.ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – იმ გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე განესაზღვრა ყველაზე მაღალი ტარიფი. ანგარიშსწორების განხორციელებისას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი არ გაითვალისწინებს გარანტირებული სიმძლავრის წყაროს იმ საანგარიშო პერიოდის ტარიფს, რომელშიც გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ჩაუტარდა ტესტირება.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე რომელიმე საანგარიშო პერიოდში არ არის განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ანგარიშსწორებას ახორციელებს კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე წინა საანგარიშო პერიოდში განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ყველაზე მაღალი ტარიფით. წინა საანგარიშო პერიოდში არ იგულისხმება 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე პერიოდი.

კ.ბ) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ მარეგულირებელი ელექტროსადგურის ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს წარმოების ყველაზე დაბალი ტარიფი.“.

2. 361-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტანდარტული პირობებით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, მცირე სიმძლავრის დერეგულირებული ელექტროსადგურებისგან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვისას, ანგარიშსწორებას ახორციელებს:

ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – იმ გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე განესაზღვრა ყველაზე მაღალი ტარიფი. ანგარიშსწორების განხორციელებისას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი არ გაითვალისწინებს გარანტირებული სიმძლავრის წყაროს იმ საანგარიშო პერიოდის ტარიფს, რომელშიც გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ჩაუტარდა ტესტირება.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე რომელიმე საანგარიშო პერიოდში არ არის განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ანგარიშსწორებას ახორციელებს კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე წინა საანგარიშო პერიოდში განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ყველაზე მაღალი ტარიფით. წინა საანგარიშო პერიოდში არ იგულისხმება 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე პერიოდი.

ბ) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ ჰიდროელექტროსადგურების ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი.“.

3. 362-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტანდარტული პირობებით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, ახლად აშენებული ელექტროსადგურისგან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვისას, ანგარიშსწორებას ახორციელებს:

ა)  ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – იმ გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე განესაზღვრა ყველაზე მაღალი ტარიფი, მაგრამ არაუმეტეს, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირს შორის „ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული ფასისა. ანგარიშსწორების განხორციელებისას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი არ გაითვალისწინებს გარანტირებული სიმძლავრის წყაროს იმ საანგარიშო პერიოდის ტარიფს, რომელშიც გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ჩაუტარდა ტესტირება.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე რომელიმე საანგარიშო პერიოდში არ არის განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ანგარიშსწორებას ახორციელებს წინა საანგარიშო პერიოდში განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ყველაზე მაღალი ტარიფით. წინა საანგარიშო პერიოდში არ იგულისხმება 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე პერიოდი.

ბ) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ ჰიდროელექტროსადგურების ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.02.2022.
როდის იქნა მიღებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.02.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/84. სარეგისტრაციო კოდი — 300300000.22.024.016729.
რამდენი მუხლისგან შედგება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1-1/84, 28.02.2022, სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016729 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5394795/