მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.124.016443
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/03/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2022 წლის 2 მარტი

ქ. ბაღდათი

 

 

მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის №9 დადგენილებაში   (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016417) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის (ბაღდათის მუნიციპალიტეტში მშენებლობის(გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვებისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

1. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ერთი ლარით, გარდა ახალ ასაშენებელი ინტერნეტის ხაზოვანი ნაგებობისა.“.

2. ინტერნეტის ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს 0,10 ლარით, გარდა მაღალმთიანი დასახლებისათვის.

3. მაღალმთიანი დასახლებისათვის ინტერნეტის ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს 0 ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე