1.
საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება ბიუროს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ბიუროს სხდომის თავმჯდომარე.
2.
საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმში მიეთითება:
ა)
საკრებულოს ბიუროს სხდომის დრო და ადგილი;
ბ)
სხდომის თავმჯდომარის და ბიუროს სხდომაზე დამსწრე პირების ვინაობა;
გ)
განხილვის საგანი;
დ)
კენჭისყრის შედეგები;
ე)
მიღებული გადაწყვეტილება.
3.
საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმს აფორმებს და აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ბიუროს სხდომის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში.
4.
საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმის ასლები ეგზავნება საკრებულოს კომისიებს, ფრაქციებს, დროებით სამუშაო ჯგუფებს და მერს.
5.
საკრებულოს, სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, უფლება აქვს გააუქმოს ან ცვლილებები შეიტანოს საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებში.
6.
საკრებულოს ბიუროს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.თავი V
საკრებულოს კომისიები და დროებითი სამუშაო ჯგუფებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.12.2025
მუხლი 24. საკრებულოს ბიუროს ოქმი და მისი საქმიანობის უზრუნველყოფა
მთავარი მონაცემები
- ვადა 10 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. საკრებულოს თანამდებობის პირები
- მუხლი 19. საკრებულოს თავმჯდომარე
- მუხლი 20. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
- მუხლი 21. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება
- მუხლი 22. ბიუროს სხდომა
- მუხლი 23. ბიუროს მუშაობის წესი
- მუხლი 25. საკრებულოს კომისიები
- მუხლი 26. საკრებულოს კომისიათა დასახელება
- მუხლი 27. საკრებულოს კომისიათა ზოგადი უფლებამოსილება
- მუხლი 28. კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 29. კომისიის წევრის უფლება–მოვალეობები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 24, №9, 22.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.104.016469 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5414654/muxli-24/