1.
საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერის, მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით საკრებულოში იქმნება მუდმივმოქმედი კომისიები.
2.
საკრებულოს კომისიათა რაოდენობა, დასახელება და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ რეგლამენტის 26–ე მუხლით. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა არ უნდა იყოს 5–ზე მეტი.
3.
საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ ახალი კომისიის შექმნის, არსებული კომისიის გაუქმების ან კომისიათა გაერთიანების საკითხი. საკრებულოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება რეგლამენტის შესაბამის მუხლში ცვლილებების შეტანის გზით ამ რეგლამენტის 150-ე მუხლით დადგენილი წესით.
4.
საკრებულოს კომისიები იქმნება მხოლოდ საკრებულოს წევრთაგან.
5.
საკრებულოს წევრი, გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა, ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის წევრი.
6.
საკრებულოს კომისია იქმნება საკრებულოს არა ნაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.
7.
საკრებულოს კომისიის შემადგენლობას და მასში ცვლილებების შეტანას  ფრაქციის თავმჯდომარის წარდგენის საფუძველზე, დამტკიცებული კვოტების შესაბამისად,  სამანდატო , იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის განხილვის შემდგომ ამტკიცებს საკრებულოს ბიურო (გარდა საკრებულოს პირველი სხდომისა). საკრებულოს კომისია იქმნება საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის დაცვით.
8.
საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს  სამანდატო, იურიდიული  და საპროცედურო საკითხთა კომისია და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო (გარდა ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომისა).
9.
ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერ საკრებულოს კომისიებში, საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს