1.
კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა)
თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში;
ბ)
განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;
გ)
ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან, რომლის შესახებაც უნდა აცნობოს საკრებულოს შესაბამის ფრაქციას, იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიას და საკრებულოს ბიუროს;
დ)
განახორციელოს საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის თავმჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.
2.
კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.
3.
კომისიის წევრის უფლებამოსილება უწყდება:
ა)
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში;
ბ)
კომისიის წევრის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში;
გ)
კომისიიდან გამოსვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.
4.
კომისიის წევრის მიერ კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადება ბარდება საკრებულოს სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიას, რომელიც განცხადებას წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას. საკრებულო, საკრებულოს კომისიიდან გასვლის შესახებ საკრებულოს წევრის განცხადებას იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე. კომისიის წევრს კომისიის წევრობის უფლებამოსილება უწყდება კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადების ჩაბარებიდან