1.
საკრებულოს კომისიებია:
ა)
სამანდატო, იურიდიული  და საპროცედურო საკითხთა კომისია;
ბ)
საფინანსო-საბიუჯეტო კომისია;
გ)
სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია;
დ)
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია;
ე)
სოციალურ საკითხთა კომისია.
2.
საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე