“მეტროლოგიური საქმიანობის მართვის სრულყოფის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№270
სარეგისტრაციო კოდი
300.120.000.12.216.005.512
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 01/10/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.120.000.12.216.005.512

საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის (საქსტანდარტი) თავმჯდომარის

ბრძანება №270

2002 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

მეტროლოგიური საქმიანობის მართვის სრულყოფის შესახებ

საქართველოს კანონის „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ” მე-4, მე-5, მე-11 და მე-13 მუხლების მოთხოვნათა საფუძველზე, მეტროლოგიის სფეროში მართვის პროცესების შემდგომი სრულყოფის მიზნით. ვბრძანებ:

1. „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი მეტროლოგიური სამსახურების ფუნქციამოვალეობები უნდა მოიცავდეს: გაზომვის საშუალებების აღრიცხვიანობის, ტიპის დამტკიცების და დამოწმების ჩატარებისათვის წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას და ასევე კანონით დაშვებული სხვა უფლებების მიღების შესაძლებლობას.

2. საქსტანდარტის სისტემის სამსახურებმა (სამმართველოები, ტერიტორიული ორგანოები და სხვა) თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად შეუწყონ ხელი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების და სხვა იურიდიული პირების, აგრეთვე საქართველოს კანონის „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ” მე-13 მუხლით გათვალისწინებულ სფეროებში მეტროლოგიური სამსახურების შექმნას გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის მიზნით.

3. საქსტანდარტის მეტროლოგიის სამმართველომ უზრუნველყოს მეტროლოგიური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. შოშიტაიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “მეტროლოგიური საქმიანობის მართვის სრულყოფის შესახებ”?
დიახ, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება “მეტროლოგიური საქმიანობის მართვის სრულყოფის შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.09.2002.
როდის იქნა მიღებული “მეტროლოგიური საქმიანობის მართვის სრულყოფის შესახებ”?
“მეტროლოგიური საქმიანობის მართვის სრულყოფის შესახებ” მიღებულია 26.09.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №270. სარეგისტრაციო კოდი — 300.120.000.12.216.005.512.
სად არის “მეტროლოგიური საქმიანობის მართვის სრულყოფის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.09.2002 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება “მეტროლოგიური საქმიანობის მართვის სრულყოფის შესახებ”, №270, 26.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 300.120.000.12.216.005.512 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54280/