1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს მორიგი  სხდომისათვის საჭიროა საკრებულოს წევრის ოფიციალური მოწვევა.

2. ცნობა საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების ადგილის, მორიგი სხდომის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო თარიღის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც ამ რეგლამენტის 128-ე მუხლით დადგენილი წესით