1. საკრებულოს სხდომა ტარდება საკრებულოს სხდომის დარბაზში. იმ საკითხების განხილვის მიზნით, რომლებიც შეეხებიან თვითმმართველი ერთეულში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულების ძირეულ სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს, საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობას ან ობიექტური გარემოებების არსებობისას(გაუთვალისწინებელი საგანგებო ვითარება, პანდემია, ბუნებრივი მოვლენები) შესაძლებელია ჩატარდეს საკრებულოს გასვლითი სხდომა.
2. საკრებულოს გასვლითი სხდომის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე
3. გასვლითი სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;
ბ) საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით;
გ) თვითმმართველი ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ის მოთხოვნით.
3. საკრებულოს გასვლითი სხდომების ჩატარებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატ