„დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 24 მაისის №2-740 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-385
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.023.016734
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-385

2022 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1

„დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 24 მაისის №2-740 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 01/06/2021, 360160000.22.023.016671) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტრონული სისტემის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი.“.

2. მე-4 მუხლის: 
ა) მე-2 პუნქტის „ე.ე“ და „ე.ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ე) უწყვეტ მონიტორინგს დაქვემდებარებული ნივთიერებების ატმოსფერულ ჰაერში ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები და აირჰაერმტვერნარევის ტემპერატურა, სამინისტროსთან შეთანხმებული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებაზე თანდართული ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შესაბამისად;

ე.ვ) ხელსაწყოს/სინჯის ამღების მონაცემები, მათი საპასპორტო/სახელმძღვანელო დოკუმენტების შესაბამისად (მწარმოებელი, მოდელი, სერიული ნომერი, ნივთიერება და პარამეტრები და შესაბამისი გაზომვის ერთეულები და სხვა).“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს „ე.ი“ ქვეპუნქტი:

„ე.ი) ხელსაწყოს/სინჯის ამღების პასპორტის/საინფორმაციო ბარათის/ტექნიკური პარამეტრების დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის ასლის და თარგმანის წარმოდგენა.“;

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ელექტრონულ სისტემაში საქმიანობის სუბიექტის რეგისტრაცია, რომლის დასრულების შემდგომ საქმიანობის სუბიექტს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებული საკონტაქტო პირის ელექტრონული ფოსტის მისამართზე, უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის მონაცემების გადაცემის მიზნით მიეწოდება ელექტრონულ სისტემასთან დამაკავშირებელი სერვისის ტექნიკური მონაცემები – xml ფაილი ვებსერვისის გამოყენების სახელმძღვანელოსთან ერთად, ასევე გაეგზავნება შეტყობინება ელექტრონულ სისტემაში საქმიანობის სუბიექტის დარეგისტრირების თაობაზე.

5. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია არასწორად ან არასრულად წარმოდგენილი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე.ა“-„ე.ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ხელსაწყოს/სინჯის ამღების შესაბამისი მონაცემები. ამ შემთხვევაში დასაბუთებული უარი ეცნობება საქმიანობის სუბიექტს. შეტყობინება რეგისტრაციაზე უარის შესახებ საქმიანობის სუბიექტს გაეგზავნება წერილობითი ფორმით ფაქტიურ ან იურიდიულ მისამართზე ან სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ელექტრონული ფოსტის – airhelp@des.gov.ge მეშვეობით.“;

დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-43 პუნქტები:

„41. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია ელექტრონულ სისტემასთან დამაკავშირებელი სერვისის მიღების მიზნით მიმართოს სამინისტროს (ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს) ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის შესახებ შეტყობინების მიღებიდან  არაუგვიანეს 5 (ხუთ) სამუშაო დღეში.

42. ელექტრონულ სისტემაში საქმიანობის სუბიექტი ითვლება რეგისტრირებულად, თუ საწარმოს უწყვეტ მონიტორინგს დაქვემდებარებული გაფრქვევის ყველა წყარო აღჭურვილია ხელსაწყო(ები)თ/სინჯის ამღებ(ებ)ით და ელექტრონულ სისტემაში ასახულია სრულყოფილი ინფორმაცია უწყვეტ მონიტორინგს დაქვემდებარებული ყველა გაფრქვევის წყაროს, მავნე ნივთიერებისა და პარამეტრის, ასევე ხელსაწყო(ები)ს/სინჯის ამღებ(ებ)ის შესახებ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

43. ელექტრონულ სისტემაში საქმიანობის სუბიექტი ითვლება ნაწილობრივ რეგისტრირებულად, თუ საწარმოს უწყვეტ მონიტორინგს დაქვემდებარებული გაფრქვევის ყველა წყარო არ არის აღჭურვილი ხელსაწყო(ები)თ/სინჯის ამღებ(ებ)ით და ელექტრონულ სისტემაში ასახულია სრულყოფილი ინფორმაცია უწყვეტ მონიტორინგს დაქვემდებარებული ყველა გაფრქვევის წყაროს, მავნე ნივთიერებისა და პარამეტრის, ასევე კონკრეტულ გაფრქვევის წყაროსთან დაკავშირებული ხელსაწყო(ები)ს/სინჯის ამღებ(ებ)ის შესახებ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.“;

ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:

„51. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ „ბ“, „გ“, „დ“, „ე.თ“, „ე.ი“ ქვეპუნქტებში ასახულ სარეგისტრაციო მონაცემებში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მონაცემების დაზუსტება და/ან დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა ხორციელდება ელექტრონული ფოსტის – airhelp@des.gov.ge მეშვეობით. მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობა ამ მუხლის 52 ქვეპუნქტით დადგენილი ვადის ფარგლებში  ასევე რეგისტრაციაზე უარის საფუძველია.

52. გადაწყვეტილებას საქმიანობის სუბიექტის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თაობაზე, დეპარტამენტი იღებს შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში.“.

ვ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში შეტანილი სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების შესახებ დეპარტამენტს აცნობოს აღნიშნული ცვლილების განხორციელებისთანავე."

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში/მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის, გაუქმების, გადაცემის ან/და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების ანგარიშის განახლების შემთხვევაში რეგისტრაციის გაუქმება ან რეგისტრაციაში ცვლილების შეტანა

1. საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის განსხვავებული ტექნოლოგიით შეცვლის ან/და ექსპლუატაციის პირობების შეცვლის  შემთხვევაში, რომლის შესაბამისად საქმიანობის სუბიექტს აღარ გააჩნია მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობისა და ტემპერატურის უწყვეტი ინსტრუმენტული მეთოდით განსაზღვრის ვალდებულება, ასევე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისას დეპარტამენტი აუქმებს რეგისტრაციას და შეტყობინებას უგზავნის საქმიანობის სუბიექტს ელექტრონული ფოსტის - airhelp@des.gov.ge მეშვეობით.

2. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების სხვა საქმიანობის სუბიექტზე სრულად გადაცემის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღები საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მინისტრის შესაბამისი ბრძანების გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირების მიზნით მიმართოს დეპარტამენტს და მიაწოდოს რეგისტრაციისათვის სავალდებულო ინფორმაცია ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის შესაბამისად. ამ შემთხვევაში დეპარტამენტი უფლებამოსილია განახორციელოს ელექტრონულ სისტემაში საქმიანობის სუბიექტისა და საკონტაქტო პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილება.

3. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა საქმიანობის სუბიექტზე ნაწილობრივ გადაცემის შემთხვევაში, დეპარტამენტს განცხადებით მიმართავენ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი და პირი, რომელსაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გადაეცა მინისტრის შესაბამისი ბრძანების გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ამ პერიოდში დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელ საქმიანობის სუბიექტს.

4. „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №408 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების ანგარიშის განახლების შემთხვევაში საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია ანგარიშის შეთანხმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირების მიზნით მიმართოს დეპარტამენტს და მიაწოდოს რეგისტრაციისათვის სავალდებულო ინფორმაცია ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის შესაბამისად. ამ შემთხვევაში დეპარტამენტი უფლებამოსილია განახორციელოს ელექტრონულ სისტემაში საქმიანობის სუბიექტისა და საკონტაქტო პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილება.“.

4. ე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ვებსერვისთან დასაკავშირებლად საჭიროა VPN ტუნელის შექმნა სამინისტროს ცენტრალურ სასერვეროსთან ან მომხმარებლის გარე IP მისამართის თეთრ სიაში გაწერა. საქმიანობის სუბიექტის მიერ IP მისამართისა და VPN ტუნელის პარამეტრების რეგისტრაციის/ცვლილების შემთხვევაში, პარამეტრების ასახვა განხორციელდება საქმიანობის სუბიექტისგან მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში.“.

5. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ელექტრონულ სისტემაში საქმიანობის სუბიექტის რეგისტრაციის, შესაბამისი ინფორმაციის შეტანისა და/ან ატვირთვის უფლება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია