2. სამედიცინო პერსონალი გადის წინასწარ და წელიწადში ერთხელ პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას. გამოყენებული ქიმიური საშუალებებისადმი გაზრდილი მგრძნობელობის მქონე პირები სამუშაოზე არ დაიშვებიან.
3. ყველა სამუშაო, დაკავშირებული ქიმიურ დეზინფექციასთან, სტერილიზაციისწინა დასუფთავებასთან და სტერილიზაციასთან, ტარდება გამწოვი უპირატესობის კომბინირებული ვენტილაციის მქონე სპეციალურ სათავსებში.
4. დაფასოებას, ფორმალდეჰიდის, წყალბადის ზეჟანგის, დეზოქსინ-1, ქლორამინის და სხვა ხსნარების მომზადებას ატარებენ ამწოვ კარადაში ან უკიდურეს შემთხვევაში განიავებად ცალკე სათავსში. ხსნარების შენახვა და მათში დასამუშავებელი ობიექტების დაყოვნება აუცილებელია მჭიდრო თავდახურულ ტევადობებში.
5. აუცილებელია რეცხვისა და გაუვნებლობის ეტაპებისა და თანამიმდევრობის მკაცრი დაცვა, რაც უზრუნველყოფს დასამუშავებელი ობიექტებიდან სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების ნარჩევი რაოდენობების მაქსიმალურ მოცილებას.
6. ყველა სამუშაოს სარეცხ, სადეზინფექციო და სასტერილიზაციო ქიმიურ საშუალებებთან აწარმოებენ რეზინის ხელთათმანებით, ჰერმეტული სათვალეებით და 4-შრიანი ნიღბით ან მტვრის საწინააღმდეგო ან უნივერსალური რესპირატორით. სამუშაოს დამთავრების შემდეგ ხელებს იბანენ და ისვამენ დამარბილებელ საცხს.
7. სამუშაო რეჟიმის დარღვევის, უსაფრთხოების ხერხების დაუცველობის ან საავარიო შემთხვევებისას მომუშავე პერსონალს შეიძლება გამოუვლინდეს მოწამვლის ზოგადი და ადგილობრივი ნიშნები, რომელთათვის საერთოა კანის საფარველზე, თვალების ლორწოვანსა და სასუნთქ გზებზე გამაღიზიანებელი ზემოქმედება, რაც მოითხოვს პირველი დახმარების სწრაფ აღმოჩენას:
ა) დაუცველ კანზე მოხვედრისას საჭიროა დაზიანებული ადგილის ჩამობანა ჭარბი რაოდენობის სუფთა წყლით. ფორმალდეჰიდით დაზიანებისას უკეთესია კანის ჩამობანა ნიშადურის სპირტის 5%-იანი ხსნარით;
ბ) სასუნთქი გზებიდან მოწამვლის შემთხვევაში აუცილებელია დაზარალებულის სწრაფი გაყვანა სუფთა ჰაერზე ან კარგად განიავებულ სუფთა სათავსში. საჭიროა პირის ღრუსა და ცხვირ-ხახის წყლით გამოვლება. ფორმალდეჰიდით მოწამვლის შემთხვევაში რეკომენდებულია ნიშადურის სპირტის რამდენიმე წვეთის შემცველი წყლის ორთქლის ჩასუნთქვა. ყველა შემთხვევაში მიზანშეწონილია სოდიანი ან „ბორჯომის” ტიპის მინერალურწყლიანი თბილი რძის მიღება. ჩვენების მიხედვით – საგულე, დამამშვიდებელი და ხველების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება, ჟანგბადის ჩასუნთქვა. მძიმე შემთხვევებში – ჰოსპიტალიზაცია;
გ) ნებისმიერი პრეპარატის თვალში მოხვედრისას საჭიროა მათი დაუყოვნებლივ ჩამობანა წყლით ან 25%-იანი საჭმელი სოდის ხსნარით რამდენიმე წუთის განმავლობაში. თვალის გაღიზიანებისას – ალბუციდის, ხოლო ტკივილისას – 1-2%-იანი ნოვოკაინის ხსნარის ჩაწვეთება.
დ) კუჭში ქლორაქტიური პრეპარატების მოხვედრისას კუჭი უნდა ამოირეცხოს ჰიპოსულფიტის 2%-იანი ხსნარით, რის შემდგომ დაზარალებულმა უნდა მიიღოს 5-15 წვეთი ნიშადურის სპირტი წყალთან ერთად, რძე, საჭმელი სოდა, მაგნეზიის წონაკი (1-2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალში). ფორმალდეჰიდით მოწამვლისას კუჭის ამორეცხვა ჩვეულებრივ წარმოებს წყლით და მასზე დამატებული ნიშადურის სპირტის ან 3%-იანი ნატრიუმის კარბონატის ხსნარით, ან ნატრიუმის აცეტატით (ამონიუმი). გამორეცხვის შემდეგ დაზარალებულს აძლევენ უმ კვერცხს, რძეს, ცილოვან წყალს