ა) თავდაპირველად საღებავპულტიდან უხვი რაოდენობით ქლორიანი კალციუმის 10%-იანი ხსნარის შესხურებით, შემდეგ კი ფტორიანი ნატრიუმის 3% ხსნარით დამუშავებით;
ბ) მათი დამუშავებით სილიციუმფტორწყალბადმცავის მარილების (ფლუატების) ხსნარებით.
2. რკინაბეტონის ფურცლების ვერცხლისწყალგაუმტარობა მიიღწევა ნაკერების გაფართოებადი ცემენტით დამუშავებით, შემდეგ ჭედვით მისი დაუყოვნებელი გამკვრივებით. ამის შემდეგ ამ ადგილებში, იატაკს ასველებენ წყლით და თითოეულ ნაკერზე ადებენ სიმძიმეს, 24 სა-ათის განმავლობაში, ამოვსებულ ნაკერებს ასველებენ ყოველ 2 საათში, ხოლო გაშრობიდან 2 დღე-ღამის შემდეგ ამოვსებულ ნაკერებს ამუშავებენ ქიმიური ნივთიერებებით ზემოთ აღწერილი ერთ-ერთი რომელიმე მეთოდით.
3. ხის კონსტრუქციების ვერცხლისწყალგაუმტარობა მიიღწევა შემდეგნაირად: დასაცავი ზედაპირი უნდა იყოს თანაბარი, გლუვი და ზედმიწევნით გაფხეკილი; მტვერი და ცხიმოვანი დაბინძურება უნდა მოშორდეს p-4 გამხსნელით ან სოლვენტით; ზედაპირი დაიგრუნტება საგოზავით ან პერქლორვინილის ემალით, რომელიც განზავებულია p-4 გამხსნელით (სიბლანტე 18-20c, გაზომილი B3-4 ვისკოზი-მეტრზე 200C ტემპერატურაზე) ერთ ფენად. დაგოზილი ზედაპირები იღებება ორ ფენად ემალის საღებავებით და შემდეგ ზედაპირი იფარება პერქლორვინილის, ემალის და აღნიშნული ლაქის ნარევით 1:1-ზე შეფარდებით (მოცულობის მიხედვით).
თავი XI
ინდიკატორული ქაღალდების მომზადება
დანართი