1. მუშაობის პროცესში ხელის კანის ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად საჭიროა:
ა) ხელის დაბანა ოთახის ტემპერატურის წყლით (რეკომენდებულია +200C) ყოველი პაციენტის მიღებამდე და მიღების შემდეგ (სასურველია გამოყენებულ იქნეს ნეიტრალური ზეცხიმიანი საპონი);
ბ) დაბანის შემდეგ ხელის კანის გულმოდგინედ გამშრალება მშრალი ინდივიდუალური პირსახოცით;
გ) ღია ზედაპირზე სამკურნალწამლო ალერგენების (ანტიბიოტიკები, ნოვოკაინი და ა. შ. ) მოხვედრის თავიდან აცილება;
დ) მუშაობის დაწყებამდე 30 წთ-ით ადრე ხელის კანის დამუშავება საცხით („დამცავი”, „სილიკონის”).
სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.11.2002
მუხლი 17
თავი VIII — სტომატოლოგიური პოლიკლინიკების, განყოფილებების, კაბინეტების, კბილის სატექნიკო ლაბორატორიების პერსონალის პირადი და შრომითი ჰიგიენის წესები
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2002. გამოქვეყნება: სსმ, 113, 18/11/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 17, №309/ნ, 05.11.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.558 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54670/muxli-17/