1. სტომატოლოგიური პოლიკლინიკების შენობებში, სტომატოლოგიურ განყოფილებებში, კაბინეტებსა და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების სათავსებში გათვალისწინებული უნდა იყოს ზოგადი შემწოვ-გამწოვი ვენტილაცია. საოპერაციოს სათავსში უნდა იყოს მხოლოდ ზოგადი შემწოვი ვენტილაცია.
2. საერთო-მიმოცვლითი შემწოვ-გამწოვი ვენტილაციის არსებობის მიუხედავად, უნდა იყოს:
ა) ადვილად გასახსნელი ფრამუგები და სარკმელები ყველა შენობაში;
ბ) ამწოვი კარადები მექანიკური ჩართვა-გამორთვით თერაპიულ და ორთოპედიულ კაბინეტებში, სასტერილიზაციოებსა და სარჩილავ ოთახებში;
გ) მტვრის ადგილობრივი ამწოვები კბილის ტექნიკოსების სამუშაო ადგილებზე ძირითად სათავსებში და კბილის დაფერვის ყოველ მოწყობილობასთან;
დ) ამწოვი ქოლგები სამსხმელოებში, ცენტრიდანული ჩამოსხმის ღუმლების, სარჩილავში გაზქურების, გამახურებელი ხელსაწყოების და საპოლიმერიზაციოში სამუშაო მაგიდის თავზე.
3. მოწყობილობები, რომლებიც ასუფთავებენ მტვრით, ვერცხლისწყლისა და სხვა მეტალების ორთქლით დაბინძურებულ ჰაერს, აღჭურვილ უნდა იქნეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისაგან დამცავი შესაბამისი ფილტრებით.
4. ჰაერის კონდიცირება გათვალისწინებული უნდა იყოს ძირითადად კბილის სატექნიკო ლაბორატორიებში, ორთოპედიული სტომატოლოგიის კაბინეტებში და საოპერაციოებში.
სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.11.2002
მუხლი 13
თავი VI — მოთხოვნები საწარმოო სათავსების მიკროკლიმატის, გათბობისა და ვენტილაციისადმი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2002. გამოქვეყნება: სსმ, 113, 18/11/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 13, №309/ნ, 05.11.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.558 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54670/muxli-13/