1. დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია დროულად მოამარაგოს სტომატოლოგიური პოლიკლინიკების, განყოფილებების, კაბინეტების და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების მუშაკები ხელის საპნით ან თხევადი საპნით, ხელის დასაბანი ჯაგრისებით, ინდივიდუალური პირსახოცებით ან ქაღალდის ხელსახოცებით, სპეცტანსაცმლით და დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით ნორმების შესაბამისად. ელექტროპირსახოცების დაყენება შეიძლება მხოლოდ სან. კვანძებში.
2. ნებისმიერ უნივერსალურ სტომატოლოგიურ დანადგარზე, კრიოთერაპიულ აპარატზე, სტერილიზატორებთან, ამალგამოშემრევებთან, ოდონტომერებთან, დიათერმოკოაგულატორებთან, ულტრაბგერით გამწმენდებთან, გალვანოაპარატებთან და სხვა ტექნიკურ საშუალებებთან მუშაობის დროს აუცილებელია მოცემული ტექნიკური საშუალებებებისათვის დადგენილი უსაფრთხოების ტექნიკის სპეციალური ინსტრუქციების მკაცრი დაცვა.
სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.11.2002
მუხლი 15
თავი VIII — სტომატოლოგიური პოლიკლინიკების, განყოფილებების, კაბინეტების, კბილის სატექნიკო ლაბორატორიების პერსონალის პირადი და შრომითი ჰიგიენის წესები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2002. გამოქვეყნება: სსმ, 113, 18/11/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 15, №309/ნ, 05.11.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.558 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54670/muxli-15/