1. სტომატოლოგიური პოლიკლინიკების შენობებში, სადაც გათვალისწინებულია წყლით გათბობის სისტემები, ცენტრალური გათბობის სისტემის თბომატარებელი უნდა იყოს +950C ტემპერატურის წყალი. გათბობის სისტემის პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მათი ადგილობრივი რეგულირებისა და გამორთვის შესაძლებლობა.
2. გამაცხელებელი ხელსაწყოები ცენტრალური გათბობის სისტემაში, როგორც წესი, უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი გლუვი ზედაპირის მქონე თუჯის რადიატორები, ისინი უნდა განთავსდნენ ფანჯრების ქვეშ, გამონაკლისია კუთხის სათავსები.
სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.11.2002
მუხლი 12
თავი VI — მოთხოვნები საწარმოო სათავსების მიკროკლიმატის, გათბობისა და ვენტილაციისადმი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2002. გამოქვეყნება: სსმ, 113, 18/11/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 12, №309/ნ, 05.11.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.558 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54670/muxli-12/