1. სტომატოლოგიური კაბინეტები აღჭურვილი უნდა იქნეს შეკუმშული ჰაერის, ვაკუუმის, ჟანგბადის მიწოდების ცენტრალიზებული სისტემით.
2. უნივერსალურ სტომატოლოგიურ დანადგარებთან წყლის მიყვანისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ვენტილების დაყენება წყლის მიწოდების შეწყვეტისათვის.
3. სათაბაშირეს ჩამდინარე წყლები კანალიზაციაში ჩაშვებამდე უნდა სუფთავდებოდეს თაბაშირისაგან ცხაურის მეშვეობით.
4. სამკურნალო კაბინეტებში და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების სათავსებში პერსონალისთვის ხელის დასაბანად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცალკე ნიჟარები იდაყვის ან ფეხსამართი ონკანებით, ხოლო საწარმოო მიზნებისათვის სპეციალური ნიჟარები (ინსტრუმენტების, ჭურჭლის, ინვენტარის, მოწყობილობის და სხვ. რეცხვისათვის).
სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.11.2002
მუხლი 8
თავი V — მოთხოვნები სტომატოლოგიური კაბინეტების და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების სათავსების მოწყობისადმი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 26. სტომატოლოგიური კაბინეტი
- მუხლი 20. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოთა ხელმძღვანელობა
- მუხლი 9. მერის კაბინეტის მუშაობის ორგანიზაცია
- მუხლი 23. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კომისია
- მუხლი 26. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომები და სხდომებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი
- მუხლი 24. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კონტროლი თავისი ორგანოების საქმიანობისადმი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2002. გამოქვეყნება: სსმ, 113, 18/11/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №309/ნ, 05.11.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.558 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54670/muxli-8/